მიზნად მუნდიალი და სკუდეტო - გონსალო იგუაინი დიეგო მარადონას გზაზე

AutoSharing Option
ნეაპოლელმა ტიფოზებმა განსაკუთრებული სიყვარული იციან და ეს ყველაზე მეტად დიეგო მარადონას გამოუცდია საკუთარ თავზე. ლეგენდარულმა არგენტინელმა ნეაპოლიტანელებს ნანატრი სკუდეტო მოუტანა და დღემდე, ამ სამხრეთულ და ყველასგან გამორჩეულ ქალაქში, მსოფლიო ფეხბურთის უგვურგვინო მეფეს აღმერთებენ.

მარადონასთან რა მოსატანია, მაგრამ ესეკილ ლავეციზეც დიდი ამბავი იყო - მაშინაც კი, როდესაც ედინსონ კავანი გოლს გოლზე იტანდა, ულტრასებს უყველაზე მეტად მაინც ლავეცი უყვარდათ.

ესეკილის ჯიგრიანი თამაში ყველაზე მეტად უხდებოდა ნეაპოლურ ხასიათს და ამად იყო, რომ მის სახელს გულშემატკივრები ყველაზე ომახიანად სკანდირებდნენ.

ლავეციმ ქომაგთა სიყვარული პარიზზე გაცვალა,
ნეაპოლში კი 26 წლის გონსალო იგუაინის დრო დადგა...

როდესაც იგუაინს "სტადიო სან პაოლოზე" გოლი გააქვს, ტრიბუნებზე სრული საგიჟეთია - ცნობილი დიქტორი დეჩიბელ ბელინი მთელ ხმაზე გაჰყვირის არგენტინელის სახელს, გულშემატკივრები ერთხმად პასუხობენ გვარს.
იხილეთ ვიდეო
როგორ აგიჟებს ნაპოლის ფანებს სტადიონის დიქტორი
Sportall.Ge

გონსალო "რაი სპორტს" საინტერესო თემებზე ელაპარაკა, საუბარი კი სწორედ გულშემატკიცვრებთან მისი დამოკიდებულებით დაიწყო...

გულშემატკივრები
როდესაც ბელინი ჩემს სახელს სკანდირებს და გულშემატკივრები ჩემი გვარით პასუხობენ, ენით აუწერელი გრძნობა მეუფლება. ასეთ დროს, სრულიად მეხსნება დაღლა და მზად ვარ, კიდევ ერთი თამაში ჩავატარო.

ნეაპოლელებს განსაკუთრებული უნარი აქვთ, რომ სითბო და სიყვარული გაგრძნობინონ. სიმართლე გითხრათ, უკვე ვერ წარმომიდგენია თუ როგორ შეიძლება მათი დატოვება საკუთარი სურვილით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაცემული ავანსები და მათი სიყვარული გავამართლო.

Sportall.Ge

ნეაპოლში მშვიდად გავლა შეუძლებელია და ხშირად, ეს პრობლემას მიქმნის, მაგრამ ესეც თავისებურად სასიამოვნოა - ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ ამ ხალხისთვის ფეხბურთი ყველაზე მთავარია.

ოცნება
ჩემი ოცნება დიეგო მარადონას გზის გავლაა, რომელმაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, "ნაპოლისთან" ერთად კი სკუდეტოს დაეუფლა.

მარადონამ მუნდიალი 1986 წელს მოიგო, შემდეგ კი სკუდეტოც მიაყოლა. თუ ეს გზა მეც გავიარე, ჩავთვლი, რომ მისია შესრულებულია.

Sportall.Ge

თუმცა, კარგად მესმის, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება და იმასაც ვხვდები, რომ ეს ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. უკვე რვა წელია, უმაღლეს დონეზე ვთამაშობ, საუკეთესო პერიოდი მაქვს, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო.

დიახ, ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის და სკუდეტოს მოგებაა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

მიმდინარე სეზონი
სანამ მათემატიკური შანსი გვაქვს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩემპიონობისთვის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ "იუვენტუსის" გადასწრება ნაკლებად რეალურია. ტურინელებს უძლიერესი გუნდი ჰყავთ, რომელსაც სეზონის ერთი ამოსუნთქვით ჩატარება შეუძლია.

ჩვენთვის სტიმულია, რომ ასეთ კონკურენტთან გვიწევს ჭიდილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "იუვეს" ჰეგემონია დავამხოთ. ეს დიდი გამოწვევაა, რომელიც მივიღეთ.

Sportall.Ge

ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპალიგისთვის და არც ამ ფრონტზე ვაპირებთ ყურადღების მოდუნებას. "ნაპოლი" ამბიციური გუნდია, რომელმაც წარმატებას უნდა მიაღწიოს როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგას დავუმიზნებთ, ამჯერად კი ევროპის ლიგაზე უნდა გავიბრწყინოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული