ნემანია ვიდიჩი ზაფხულში მილანის "ინტერთან" კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
Goal.com-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველი ნემანია ვიდიჩი მილანის "ინტერში" გადასვლაზე თანახმაა.

32 წლის მცველს მანჩესტერელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მილანელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასის სახით კი წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს.

საგულისხმოა, რომ ინგლისური კლუბის დამრიგებელმა დევიდ მოიესმა უკვე საჯაროდ აღიარა, რომ სერბი ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს და მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტი მილანის "ინტერის" პრეზიდენტი ერიკ ტოჰირია.

"ნერაძური" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და იტალიელები იმედოვნებენ, რომ ვიდიჩის დამატებით გუნდის უკანა ხაზს გააძლიერებენ.

შეგახსენებთ, რომ
ნემანია ვიდიჩი "მანჩესტერში" 2006 წელს მოსკოვის "სპარტაკიდან" გადავიდა და ამ ხნის მანძილზე მან "წითელი ეშმაკების" მაისური 286-ჯერ მოირგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული