დღის კარიკატურა: ლორენტე ტევესს უფრო ხშირად ხედავს, ვიდრე შეყვარებულს

AutoSharing Option
ვაგრძელებთ Goal.com-ის ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის მიერ აქტუალურ საფეხბურთო მოვლენებზე შექმნილი სახალისო კარიკატურების გამოქვეყნებას.

ამჯერად გთავაზობთ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდებზე, ფერნანდო ლორენტესა და კარლოს ტევესზე შექმნილ კარიკატურას და მასზე გაკეთებულ კომენტარს.

ტურინელთა ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ აღიარა, რომ უფრო მეტ დროს ატარებს თავის თანაგუნდელ კარლოს ტევესთან ერთად, ვიდრე თავის მეგობარ გოგონასთან.

"ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ ალბათ ეს საჭიროა მოედანზე პარტნიორობისთვის. ტევესი უფრო აგრესიულია, ვიდრე მე; მეტს მოძრაობს, ტანით ჩემზე პატარაა.

მოედნის გარეთ ერთმანეთთან ხშირი კონტაქტი არ გვაქვს, ორივე ოჯახზე  ძალიან ვართ ორიენტირებული.
მას ჰყავს მეუღლე და შვილები, მე მყავს მეგობარი გოგონა და მშობლები, რომელნიც მოდიან ჩემ სანახავად.

თუმცა ფაქტია, რომ ვარჯიშების დროს უფრო მეტ დროს ვატარებ კარლოს ტევესთან ერთად, ვიდრე ჩემს შეყვარებულთან,"
- განაცხადა ფერნანდო ლორენტემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
и ты, брут? ბასკი მაინც არ იყო :)
მერაბ
16:20 24-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული