დაბრუნდება სებასტიან ჯოვინკო "პარმაში"?

AutoSharing Option
სებასტიან ჯოვინკოს კარიერა მუდმივი მოგზაურობაა "პარმადან" "იუვენტუსში" და პირიქით... მოირგებს თუ არა სება ემილიელთა ფორმას, მყისვე იწყებს გოლების გატანას და შემდეგ დიდი იმედებით ტურინში ბრუნდება, მაგრამ იქ უკვე უჭირს შესაძლებლობების გამოვლენა.

როგორც "გაძეტა დელო სპორტი" ვარაუდობს, ზაფხულში ჯოვინკო საბოლოოდ დაემშვიდობება "იუვენტუსს" და კვლავაც "პარმაში" გააგრძელებს ასპარეზობას. ამ თემაზე კომენტარი ემილიელთა პრეზიდენტმა ტომაზო გირარდიმ გააკეთა:

"კარგად გვახსოვს ჯოვინკოს გოლები "პარმას" შემადგენლობაში და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ის კიდევ ვიხილოთ ჩვენს გუნდში. ტურინში ისე ხშირად არ უწევს ასპარეზობა და ვადასტურებ, რომ "იუვენტუსის"
მესვეურებთან მოლაპარაკების დაწყებას ვაპირებთ. ვიცი, რომ არც სებაა "ვეკია სენიორას" დატოვების წინააღმდეგი და ეს იმედს მიღვივებს. არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმებას ზაფხულამდე მივაღწიოთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული