სერია A. XI ტური: "სამპდორია" და "მილანი" მშვიდობიანად გაიყარნენ [VIDEO]

AutoSharing Option
8 ნოემბერს იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურის ორი მატჩი გაიმართა. "სასუოლომ" და "ატალანტამ" ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს. გენუაში კი "სამპდორიამ" "მილანს" უმასპინძლა.

მე-10 წუთზე ანგარიში მილანელმა სტეფან ელ შაარავიმ გახსნა, თუმცა ჯერ ოკაკამ გაათანაბრა, შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისში ედერმა "სამპდორია" წინ გაიყვანა. ანგარიში ჟერემი მენეზმა გაათანაბრა.

85-ე წუთზე "მილანი" დანიელე ბონერამ დააღალატა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა - 2:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სასუოლო-ატალანტა 0:0

სამპდორია-მილანი 2:2
გოლები: 0:1 ელ შაარავი (10), 1:1 ოკაკა (45), 2:1 ედერი
(51), 2:2 მენეზი (65)

1. იუვენტუსი - 25 ქულა; 2. რომა - 22; 3. სამპდორია - 20.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული