24 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ტრავმის გამო გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი, მსოფლიოს ჩემპიონატი და მიმდინარე სეზონის სტარტი გამოტოვა. კევინმა "ტირინოსთან" ბოლო 5 წუთი ითამაშა და პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.
სტროოტმანმა შთაბეჭდილება გაგვიზიარა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა, მათ შორის, ჰოლანდიის ნაკრების კრიზისზე...
დაბრუნება
მოედანზე დასაბრუნებლად 8 თვის განმავლობაში ვემზადებოდი და, რა გასაკვირია, რომ ეს მომენტი ჩემთვის ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც უდიდესი სითბო მაგრძნობინეს. სარეაბილიტაციო პერიოდში უამრავი მხარდამჭერი წერილი მივიღე, "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნებზე კი თითქოს ყველამ ერთად მოიყარა თავი. თანაგუნდელთა მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. მინდა ყველას მადლობა კარგი თამაშით გადავუხადო.
"რომა"
ვფიქრობ, რომ "რომა" მიმდინარე სეზონში უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ ჩემპიონატში. რუდი გარსიამ დიდძალი სამუშაო შეასრულა და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. თუნდაც თავდასხმის ხაზს შევხედოთ, სადაც მუდმივი როტაციაა, მაგრამ გოლები ყველას გააქვს. გარსიას შეუძლია, ერთ თამაშში ტოტი-ჟერვინიო-ფლორენცის ტრიო დააყენოს და მომდევნო პაექრობაში ლიაიჩს, დესტროს და იტურბეს დაეყრდნოს. ამიტომ მიმდინარე სეზონში კარგი შანსი გვაქვს საიმისოდ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. ვიცი, "ბაიერნთან" მატჩებმა ბევრს დაწყვიტა გული, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - დღეს რამდენიმე გუნდია ევროპაში, რომლებიც სხვებზე ერთი თავით მაღლა არიან, მათ შორის, მიუნხენური გრანდი. ჩვენ სწორი გზით მივდივართ და მჯერა, მალე ნებისმიერ გუნდს ტოლ-სწორად ვეპაექრებით.
ჰოლანდიის ნაკრები
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი გამოვტოვე და ჰოლანდიის ნაკრებში დიდი ხანია, არ მითამაშია, ამ გუნდის წევრად მივიჩნევ თავს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საშინლად დავიწყეთ და თავი მძიმე მდგომარეობაში ჩავიგდეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არაა ყველაფერი დაკარგული. კიდევ არაერთი მატჩი უნდა გავმართოთ და გვაქვს შანსი, საუკეთესო ორ გუნდს შორის მოვხვდეთ. რაც შეეხება კრიზისს, ეს სადღაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ნაკრები ისეთმა მწვრთნელმა დატოვა, როგორიც ლუი ვან გაალია. მას სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს, თავის გუნდს აშენებდა და გუუს ჰიდინკი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
შესარჩევი ეტაპის უახლოეს შეხვედრას ლატვიასთან ვმართავთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, შეცდომის უფლება არ გვაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"