ჯუზეპე მაროტა: ჯიჯი ბუფონი კარიერას "იუვეში" დაასრულებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა "კორიერე დელო სპორტს" გაესაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ჯანლუიჯი ბუფონთან და შტეფან ლიხტშტაინერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ.

ორივე ხელშეკრულებას ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდის და ტურინელთა სურვილია, რომ ბუფონიც და ლიხტშტაინერიც გუნდში დარჩნენ. თუ ჯიჯის შემთხვევაში ფორმალობებია მოსაგვარებელი, შვეიცარიელთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია შესათანხმებელი:

"ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსის" შემადგენლობაში 500-ზე მეტი შეხვედრა გამართა. ის ჩვენი გუნდის სიმბოლოა და ბუნებრივია, რომ ხელშეკრულებას გავახანგრძლივებთ. ჯიჯიმ კარიერა "იუვეში" უნდა დაასრულოს და ამაში ჩვენი სურვილები ემთხვევა ერთმანეთს. როდის მოვაწერთ ხელს?
- დროის ამბავია, მოსაგვარებელი კი მხოლოდ ფორმალობებია.

რაც შეეხება შტეფან ლიხტშტაინერს, ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და ბუნებრივია, მისი შენარჩუნებაც გვსურს. მის წარმომადგენელთან მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში ვართ და გარკვეული საკითხები შესათანხმებელია.

ლაპარაკია ფინანსურ დეტალებზე და იმედია, კონსენსუსს მალე მივაღწევთ. ჩვენ გვაქვს პრინციპები, რომლებსაც ვერ გადავუხვევთ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული