ორივე ხელშეკრულებას ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდის და ტურინელთა სურვილია, რომ ბუფონიც და ლიხტშტაინერიც გუნდში დარჩნენ. თუ ჯიჯის შემთხვევაში ფორმალობებია მოსაგვარებელი, შვეიცარიელთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია შესათანხმებელი:
"ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსის" შემადგენლობაში 500-ზე მეტი შეხვედრა გამართა. ის ჩვენი გუნდის სიმბოლოა და ბუნებრივია, რომ ხელშეკრულებას გავახანგრძლივებთ. ჯიჯიმ კარიერა "იუვეში" უნდა დაასრულოს და ამაში ჩვენი სურვილები ემთხვევა ერთმანეთს. როდის მოვაწერთ ხელს?
რაც შეეხება შტეფან ლიხტშტაინერს, ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და ბუნებრივია, მისი შენარჩუნებაც გვსურს. მის წარმომადგენელთან მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში ვართ და გარკვეული საკითხები შესათანხმებელია.
ლაპარაკია ფინანსურ დეტალებზე და იმედია, კონსენსუსს მალე მივაღწევთ. ჩვენ გვაქვს პრინციპები, რომლებსაც ვერ გადავუხვევთ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"