"ინტერმა" მაცარი გაუშვა, მის ადგილზე მთავარი პრეტენდენტი მანჩინია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თანამდებობიდან დაეთხოვა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი. ამის შესახებ Il Corriere dello Sport-ი იუწყება.

მაცარის გათავისუფლების მიზეზი მიმდინარე სეზონში გუნდის არასახარბიელო გამოსვლა გახდა. სერია A-ს მე-11 ტურის შემდეგ "ინტერს" 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ მაცარის გათავისუფლება "მილანთან" პრინციპული მატჩის წინ მოხდა, რომელიც 23 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ვაკანტურ თანამდებობაზე მეტ-ნაკლებად სარწმუნო კანდიდატად იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი განიხილება, რომელსაც "ინტერში" 2004-08 წლებში უკვე უმუშავია.

მაცარი მილანურ გუნდს სათავეში გასული წლის ზაფხულში ჩაუდგა,
მისი ხელმძღვანელობით კი გუნდმა გასულ სეზონში მეხუთე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული