რაფაელ ბენიტესი "ნაპოლიდან" მაინც მიდის?

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში გაცნობეთ, რომ "ნაპოლის" მესვეურებმა რაფაელ ბენიტესს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზეს. მოქმედი კონტრაქტი ესპანელ სპეციალისტს ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ რაფამ ნეაპოლურ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება იუარა და სწორედ ამის შემდეგ შესთავაზეს მას უკვე 1-წლიანი კონტრაქტი - პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაბეჯითებით განაცხადა, რაფას ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმება არ უყვარს და ამიტომ ერთწლიანი ხელშეკრულებით დავკმაყოფილდებითო.

თუმცა სენიორ აურელიოს კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდა, ბენიტესმა არც ამ კონტრაქტს მოაწერა ხელი და პრესას შემდეგი განუცხადა:

"კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაკავშირებს და მისი გახანგრძლივება საჩქარო არაა. თუმცა ვადასტურებ, რომ არსებობს მიზეზი ან მიზეზები, რომლებიც თავის შეკავებას მაიძულებს. საქმე არა ფინანსებში ან ტრანსფერებში, არამედ აზრთა თანხვედრაშია.

კლუბის მესვეურებთან ერთად კიდევ უნდა ვიმუშაო, რომ დავრწმუნდე, ღირს თუ არა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა. აურელიო დე ლაურენტისს ხშირად ვეუბნები, რომ სადაც არ უნდა ვიყო მე, მან უნდა მიხედოს კლუბს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ამასთან, ჩემი ცოლი და შვილები ლივერპულში ცხოვრობენ, მათ გარეშე კი უკვე ძალიან მიჭირს - სენიორ აურელიომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ოჯახი".

რაფაელ ბენიტესის განცხადება მეხის გავარდნას ჰგავდა - იტალიური სპორტული მედია დარწმუნებულია, რომ სეზონის ბოლოს რაფა დატოვებს ნეაპოლს, დე ლაურენტისს კი მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაცარი დაბრუდნება ნეაპოლში
დათო
12:18 18-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული