ტურის ცენტრალური მატჩი რომში გაიმართა, სადაც "ლაციოს" ჩემპიონმა "იუვენტუსმა" შანსი არ დაუტოვა, 3:0 მოუგო მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წუთი 10 კაცით ჩაამთავრა. გოლები პოლ პოგბამ (ორი) და კარლოს ტევესმა გაიტანეს.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი ლიდერობს და სამი ქულით უსწრებს "რომას", რომელმაც სტუმრად "ატალანტა" დაამარცხა, არადა, თავიდან აგებდა. "რომას" ადემ ლიაიჩმა და რაჯა ნაინგოლანმა მოაგებინეს - 2:1.
სერია A. XII ტური
ატალანტა-რომა 1:2
გოლები: 1:0 მორალესი (1), 1:1 ლიაიჩი (23), 1:2
გაძევება: ბოაკიე (90. ატალანტა)
ლაციო-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 პოგბა (24), 0:2 ტევესი (55), 0:3 პოგბა (64)
გაძევება: პადოინი (70. იუვენტუსი)
1. იუვენტუსი - 31 ქულა; 2. რომა - 28; 3. ნაპოლი - 21; 4. სამპდორია - 20; 5. ლაციო - 19.