ფილიპო ინძაგი: ეს უკვე კარგია!

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მილანმა" "უდინეზეს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იტალიური სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, ეს იყო "როსონერის" საუკეთესო თამაში მას შემდეგ, რაც გუნდს ფილიპო ინძაგი ჩაუდგა სათავეში და ამ პოზიციას თავად მწვრთნელიც იზიარებს:

"ეს უკვე კარგია. უამრავი მომენტი შევქმენით და თამაში ჯერ კიდევ პირველ ტაიმში უნდა მოგვემთავრებინა. სწორედ ასე უნდა შევუტიოთ და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მივცეთ. კარგი იყო ჟერემი მენეზი, რომელმაც დუბლი მიითვალა, თუმცა დიდად არც სხვები ჩამორჩნენ.

ეს ნამდვილად იყო "მილანის" საუკეთესო თამაში მას შემდეგ, რაც გუნდს
სათავეში ჩავუდექი. ფერნანდო ტორესი? - ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი იმედი აღარ მაქვს. ესპანელს გოლის გატანა არ დავიწყებია და ამაში მალე დარწმუნდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული