"რომას" დაცვის ცენტრში უჭირს: კასტანი საოპერაციოა

AutoSharing Option
გასულ სეზონში "რომას" დაცვის ცენტრს ლეანდრო კასტანი და მეჰდი ბენატია ამაგრებდნენ - შედეგად, დედაქალაქელებმა 38 ტურში მხოლოდ 25 გოლი გაუშვეს.

მიმდინარე სეზონში "ჯალოროსის" დაცვა გაცილებით არასტაბილურია და ეს ჩემპიონთა ლიგაზეც ნათლად გამოჩნდა, როდესაც რუდი გარსიას გუნდმა მიუნხენის "ბაიერნისგან" ერთ თამაშში 7 გოლი გაუშვა. ანუ ერთ შეხვედრაში გაუშვა იმის მესამე რაოდენობა, რაც იტალიის ჩემპიონატის 38 ტურში. რომაელთა პრობლემებს აქვს თავისი ახსნა, ბენატიამ კარიერა გერმანიაში გააგრძელა, კასტანი კი დაშავდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

"რომას" ქომაგებისთვის ცუდი ამბავი გვაქვს,
კასტანი საოპერაციოა და კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდება მოედანს. ექიმთა პროგნოზით, 28 წლის ბრაზილიელი მცველი 4-დან 6 თვემდე იუქმებს, ანუ, უკეთეს შემთხვევაში, სეზონის ბოლოს თუ დაეხმარება თანაგუნდელებს. ამ თემაზე თავად ლეანდრომ ისაუბრა:

"ზაფხულში იყო დაგეგმილი ოპერაციის გაკეთება, მაგრამ გადაწყდა, რომ მეთოდურად უნდა მემკურნალა. სამწუხაროდ, ამან არ გაამართლა და სულ ტყუილად, თითქმის 2 თვე დაიკარგა. მაშინ რომ ოპერაცია გამეკეთებინა, დღეს გაცილებით ახლოს ვიქნებოდი გამოჯანმრთელებასთან. იმედი მაქვს, სარეაბილიტაციო პერიოდი მალე გაივლის და ამ სეზონში "რომას" დავეხმარები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული