ოკაკა ჩუკას გადაბირება მილანურ გრანდებს სურთ

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში სტეფანო ოკაკა ჩუკა შესანიშნავად ასპარეზობს და დიდი წვლილი შეაქვს "სამპდორიას" წარმატებებში. მართალია, 13 შეხვედრაში 2 გოლი ფორვარდისთვის ფენომენალური შედეგი ვერ არის, მაგრამ მოედანზე კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს და ამად არის, რომ ანტონიო კონტემ ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

თუ იტალიურ სპორტულ პრესას დავუჯერებთ, 25 წლის თავდამსხმელის გადაბირება მილანურ გრანდებს სურთ და საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ. "მილანის" დატოვებას ჯამპაოლო პაცინი აპირებს და რადგან ვერც ფერნანდო ტორესი ბრწყინავს, კლუბის მესვეურებს ფორვარდის დამატება აქვთ გადაწყვეტილი.

რაც შეეხება "ინტერს", რობერტო მანჩინის განკარგულებაში მხოლოდ სამი თავდამსხმელია, რაც
მწვრთნელს ეცოტავება და ერთი შემტევის დამატებას აპირებს. თავად ოკაკამ ამ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"გენუის "სამპდორიასთან" კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს და მისი გაწყვეტა ჩემი სურვილი ნამდვილად არაა. "სამპამ" დიდი ფეხბურთისკენ გამიხსნა გზა და შედეგად, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მოვხვდი. ამიტომ ჩემი ვალია, რომ გენუური გუნდის სამსახურში დავრჩე. თუმცა, თუ თავად კლუბი მოისურვებს ჩემ სარფიანად გასხვისებას, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები.

ყველა ფეხბურთელს სიამოვნებს ისეთი გუნდების ყურადღება, როგორებიც "მილანი" და "ინტერი" არიან. დიახ, ვადასტურებ, რომ მილანური გრანდები ჩემი გადაბირებით არიან დაინტერესებულნი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული