ჯუზეპე როსი ტრავმას არ ნებდება

AutoSharing Option
ტრავმებით გაწამებული ჯუზეპე როსი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს, სარეაბილიტაციო პერიოდს მოთმინებით გადის და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

27 წლის ჯუზეპემ გულისტკივილით აღნიშნა, რომ იტალიაში აღარ სჯერათ მისი დაბრუნების და ბევრი კარიერის დასრულებას ურჩევს:

"სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ მაინც გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ როდის დავუბრუნდები მოედანს. ურთულესი პერიოდი მიდგას, თუმცა ვცდილობ, რომ ცუდზე არ ვიფიქრო და წინ გავიხედო. საწყენია, რომ იტალიაში არავის სჯერა ჩემი
დაბრუნების და ბევრი კარიერის დასრულებას მირჩევს. აუცილებლად დავბრუნდები და იმაზე უკეთ ვითამაშებ, ვიდრე ოდესმე მითამაშია.

მინდა "ფიორენტინას" მესვეურებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადავუხადო და დავპირდე მათ, რომ ფეხბურთს კიდევ დიდხანს ვითამაშებ. ფლორენციელებმა ერთხელაც არ მაქციეს ზურგი და ამას არასდროს დავივიწყებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული