სერია A. XIV ტური: "რომამ" ქულა გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 დეკემბერს იტალიის სერია A-ს ორი თამაში გაიმართა. "რომა" "სასუოლოს" მასპინძლობდა, თამაში მოულოდნელად დაიწყო "რომას" მეკარე მორგან დე სანკტისის შეცდომით სიმონე ძაძამ ისარგებლა, შემდეგ მანვე დუბლი შეასრულა.

"რომასთვის" ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა მას მერე, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში დანიელე დე როსი გააძევეს. თუმცა ადემ ლიაიჩმა დუბლით "რომას" ქულა გადაურჩინა - 2:2.

რუდი გარსია (რომა): "სასუოლომ" ისევ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის გუნდია. ჩვენს გუნდს მებრძოლი სული აქვს, დღევანდელი მატჩიც მისი დადასტურებაა. ბიჭები 0:2-ს აგებდნენ, 10-ნი დარჩნენ და მაინც არ წააგეს. ალბათ
პირველი გოლის ეპიზოდისას დე სანკტის უნდოდა "რომასთან" ახალი კონტრაქტი აღენიშნა", - იხუმრა ფრანგმა თავკაცმა.

"ტორინომ" და "პალერმომ" გამარჯვებულები ვერ გამოავლინეს. ამ შეხვედრაშიც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ამ შეხვედრაშიც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - 2:2.

5 დეკემბერი
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:0

6 დეკემბერი
რომა-სასუოლო 2:2
გოლები: 0:1 ძაძა (15), 0:2 ძაძა (18), 1:2 ლიაიჩი (78-პენ), 2:2 ლიაიჩი (92)
გაძევება: დე როსი (50), ვრშალიკო (94)

ტორინო-პალერმო 2:2
გოლები: 0:1 რიგონი (16), 0:2 დიბალა (43), 1:2 მარტინესი (35), 2:2 გლიკი (63)

1. იუვენტუსი - 35 ქულა; 2. რომა - 32; 3. ნაპოლი - 23; 4. ჯენოა - 23; 5. სამპდორია - 22.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული