"პარმა" 5 მილიონ ევროდ გაიყიდება

AutoSharing Option
იტალიური კლუბი "პარმა" 5 მილიონ ევროდ გაიყიდება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელობამ დაადასტურა.

"პარმა" ფინანსურ სირთულეებს განიცდის, ამიტომ მისი ახალი მფლობელები მას 5 მილიონ ევროდ შეისყიდიან და სავარაუდოდ, ვალების გასტუმრებასაც საკუთარ თავზე აიღებენ.

"გვითხრეს, რომ შეთანხმება არსებობს. გარიგება მაშინ დასრულდება, როცა ორივე მხარე დოკუმენტებს ხელს მოაწერს. ფაბიო ჯორდანო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გახდება. როგორც ვიცი, ორივე მხარე კმაყოფილია პირობებით", - თქვა "პარმას" გენერალურმა დირექტორმა პიეტრო ლეონარდიმ.

აქვე გეტყვით, რომ "პარმა" ხელფასების გაცემისა და გადასახადების დაგვიანების გამო შესაძლოა ქულების დაკლებით დაისაჯოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული