"პარმა" ფინანსურ სირთულეებს განიცდის, ამიტომ მისი ახალი მფლობელები მას 5 მილიონ ევროდ შეისყიდიან და სავარაუდოდ, ვალების გასტუმრებასაც საკუთარ თავზე აიღებენ.
"გვითხრეს, რომ შეთანხმება არსებობს. გარიგება მაშინ დასრულდება, როცა ორივე მხარე დოკუმენტებს ხელს მოაწერს. ფაბიო ჯორდანო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გახდება. როგორც ვიცი, ორივე მხარე კმაყოფილია პირობებით", - თქვა "პარმას" გენერალურმა დირექტორმა პიეტრო ლეონარდიმ.
აქვე გეტყვით, რომ "პარმა" ხელფასების გაცემისა და გადასახადების დაგვიანების გამო შესაძლოა ქულების დაკლებით დაისაჯოს.