იტალია. სერია A. XV ტურის წინ: სამი დიდი მატჩი

AutoSharing Option
როდესაც სერია A-ს 2014/2015 წლების კალენდარი შეადგინეს, მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მე-15 ტური ასეთი გამორჩეული იქნებოდა.

კი ბატონო, "მილანი"-"ნაპოლი" ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ აი, "ჯენოა"-"რომას" და "იუვენტუსი"-"სამპდორიას" პაექრობებიც თუ ასეთ ინტერესს გამოიწვევდა, რთულად წარმოსადგენი იყო.

დიახ, წინ გამორჩეული ტური გველის, სატურნირო ცხრილში პირველი ოთხეულის გუნდები ერთმანეთში ითამაშებენ, "სან სიროზე" კი არანაკლებ საინტერესო ჯახია.

ჩრდილოეთი VS სამხრეთი
ამ უქმეებზე, ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში პირველი და მეოთხე, მეორე და მესამე გუნდები წარსდგებიან, მაგრამ ჩვენ მაინც "მილანი"-"ნაპოლის" ჯახი უნდა გამოვარჩიოთ. ჩრდილოეთის და სამხრეთის ტრადიციული
დაპირისპირება, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე ექვსი ქულა დევს. გამარჯვების შემთხვევაში, "მილანი" ქულებით დაეწევა "ნაპოლის" და თუ სამი ქულა სტუმრებმა მოიპოვეს, უშუალო კონკურენტს გვარიანად ჩამოიტოვებენ. ამ მატჩს იმადაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ გენუელები ჩვემპიონატის ლიდერებს ხვბდებიან და დიდი ალბათობით, ქულებს დაკარგავენ.

თუ "გაძეტა დეელო სპორტს" დავუჯერებთ, ფილიპო ინძაგი იმ შემადგენლობას დაეყრდნობა, რომლითაც "ჯენოასთან" დამარცხდა. პიპოს დიდი არჩევანი არ აქვს და ამიტომ შეტევაში ისევ ჟერემი მენეზის, კეისუკე ჰონდას და სტეფან ელ შაარავის იმედზე იქნება. ნახევარდაცვაშიც ნაცად ტრიოს ველოდებით ნაიჯელ დე იონგის, რიკარდო მონტოლივოს და ჯაკომო ბონავენტურას შემადგენლობით.

ბევრს არაფერს შეცვლის რაფაელ ბენიტესი - ისევ გონსალო იგუაინი თავდასხმაში და ტრადიციული ტრიო მის უკან: მარეკ ჰამშიკი, ხოსე კალეხონი, დრის მერტენსი. რაფა ისევ თადარიგში მოიაზრებს ჯონათან დე გუზმანს, არადა, ეს უკანასკნელი კარგ ფორმაშია და როდესაც თამაშის საშუალება ეძლევა, გოლებსაც ხშირად იტანს. ორივე მწვრთნელი მოგებაზეა დაგეშილი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - ბონერა, რამი, მექსე, არმერო - მონტოლივო, დე იონგი, ბონავენტურა - ჰონდა, ელ შაარავი, მენეზი.
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - ენრიკე, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - გარგანო, ფრელო - კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი - იგუაინი.

პირველმა პირველ ნომრად უნდა ითამაშოს
"სამპდორია" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი უკავია და ისეთი პირი უჩანს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.

"იუვენტუსი" ლიდერია, იქაა, სადაც მიჩვეულია ყოფნას და შეეცდება, რომ პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცოს.

წინ საინტერესო მატჩია და ვნახავთ, რა შეუძლია "სამპას" ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან და თანაც გასვლაზე...

სინიშა მიხაილოვიჩი ისევ 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში შემდეგ ტრიოს გაამწესებს: მანოლო გაბიადინი, სტეფანო ოკაკა და ედერი. ერთ-ერთი ვერსიით, სერბი უფრო ფრთხილ სქემას შეარჩევს, გაბიადინის მოხსნის და შუა ხაზს გაამაგრებს, მაგრამ უმჯობესია, რომ ისევ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდოთ. ავტორიტეტული გამოცემა ამტკიცებს, რომ "სამპას" სამივე ტენორი ძირითადში იქნება.

რაც შეეხება "იუვენტუსს", მასიმილიანო ალეგრი 4-3-1-2 სქემას აირჩევს, შეტევაში კი ისევ კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს გაამწესებს. ნახევარდაცვაში ანდრეა პირლოს, პოლ პოგბას, კლაუდიო მარკიზიოს და არტურო ვიდალს ვიხილავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რობერტო პერეირა თადარიგში დარჩება.

აქვე, ალეგრის მოკლე კომენტარს გავეცნოთ:

"ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მიზანი მიღწეულია და დროა, მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე გადმოვერთოთ. მით უმეტეს, წინ უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია.

"სამპდორია" ფიზიკურად იდეალურად მომზადებული გუნდია და ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება. მით უმეტეს, შუა კვირაში ურთულესი მატჩი გვქონდა.

მიუხედავად ამისა, პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს კონტრიერიშების საშუალება არ მივცეთ".

ლიგური კრახის მერე
კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი გენუაში შედგება, სადაც "ჯენოა" "რომას" უმასპინძლებს. რომაელთათვის წაფორხილება ლიდერთან კიდევ უფრო ჩამორჩენის ტოლფასია, "ჯენოამ" კი ქულების დაკარგვის შემთხვევაში შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ზონა დატოვოს.

ამიტომ ორივე გუნდი მოგებაზე ითამაშებს და წესით, კარგი ჯახი უნდა გამოვიდეს.

ორივე გუნდი 3 ფორვარდით უტევს და ტრადიციას არც ამ შეხვედრაში დაარღვევენ. "გაძეტას" პროგნოზით, გენუელთა თავდასხმაში იაგოს, მატრის და პეროტის ვიხილავთ, "რომას" შეტევა კი ასე დაკომპლექტდება: ტოტი, ჟერვინიო, ლიაიჩი.

წესით, ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ კევინ სტროტმანი, რომელსაც "მანჩესტერ სიტისთან" ასპარეზობის საშუალება არ მიეცა.

ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა "ჯენოას" წარმატებული სერია და როგორ იმოქმედა "რომაზე" ჩემპიონთა ლიგაზე განცდილმა წარუმატებლობამ...

იტალია. სერია A. XV ტური
შაბათი. 13 დეკემბერი
პალერმო-სასუოლო 21:00
დისკვალიფიკაცია: პელუზო, ვრსალკო, ბერარდი (სასუოლო).
ტრავმა: მაკიენოკი, ნგოი, დაპრელა - პეგოლო, მანფრედინი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ლაციო-ატალანტა 23:45
დისკვალიფიკაცია: პაროლო (ლაციო).
ტრავმა: ბრაავჰეიდი, ჯენტილეტი, სიანი, პერეირინია, კავანდა, კანდრევა, ედერსონი, ბილია, რადუ - როსეტი, ესტიგარიბია, ღაიმონდი, ძაპაკოსტა.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +16=7-8, (41-25)

კვირა. 14 დეკემბერი
იუვენტუსი-სამპდორია 15:30
დისკვალიფიკაცია: კიელინი - დე სილვესტრი.
ტრავმა: ბარცალი, კასერესი, ასამოა, მარონე, რომულო (იუვენტუსი).
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +15=9-6, (45-27)

ჯენოა-რომა 18:00
დისკვალიფიკაცია: დე როსი (რომა).
ტრავმა: მანდრაგორა - ბალცარეტი, კასტანი, უჩანი, ტოროსიდისი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=1-10, (23-35)

პარმა-კალიარი 18:00
დისკვალიფიკაცია: გობი - იბარბო.
ტრავმა: ბიაბიანი, კასანი, კოდა, გეზალი, პალეტა - კოლომბი, ერიკსონი, საუ, აველარი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 0-3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +14=7-9, (44-32)

უდინეზე-ვერონა 18:00
დისკვალიფიკაცია: დომიცი - მარკესი.
ტრავმა: სალა, ობადი, სორენსენი, მარტიჩი, იანკოვიჩი, იონიცა (ვერონა).
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +3=4-3, (18-17)

ჩეზენა-ფიორენტინა 21:00
დისკვალიფიკაცია: ჯორჯი - კუადრადო.
ტრავმა: მარილუნგო, პერიკო - როსი, ბერნარდესკი, პასკუალი, ლუპატელი, ბაბაქარი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +0=2-3, (2-6)

მილანი-ნაპოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: მაჯო (ნაპოლი).
ტრავმა: აბატე, ალექსი, დე შილიო, მუნტარი, მასტური - ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +9=11-6, (31-26)

ორშაბათი.15 დეკემბერი
ემპოლი-ტორინო 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ლარონდო, ბაშა, მაზიელო, ნოჩერინო, ბენასი (ტორინო).
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +4=7-5, (12-13)

კიევო-ინტერი 00:00
დისკვალიფიკაცია: ზუკანოვიჩი, ფრეი (კიევო).
ტრავმა: იკარდი, დოდო, ერნანესი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +4=6-14, (26-43)

ბომბარდირები:
9 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი); 7 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო), ჟერემი მენეზი (მილანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული