ჟერემი მენეზი: შესაძლოა ახლა ციხეშიც კი ვყოფილიყავი

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ჟერემი მენეზმა საკუთარი ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტები გაიხსენა.

"16 წლის ასაკში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადებაზე უარი ვთქვი. არადა ჩემით პირადად იყო დაინტერესებული ალექს ფერგიუსონი. მაშინ ვიფიქრე, რომ მომენტი ჯერ არ დამდგარა. არ ვამბობ, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ ვგრძნობდი. არ ვიცი, თანხმობა, რომ მეთქვა როგორ წარიმართებოდა ჩემი კარიერა, ალბათ უფრო წარმატებულად, მაგრამ არასდროს ვნანობ ამ გადაწყვეტილების გამო.

ფეხბურთი რომ არა შესაძლოა ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას შესაძლოა ციხეში ვყოფილიყავი. რადგან მანდ ბევრი ჩემი მეგობარი აღმოჩნ
და "ბანლიედან". ზოგი ნარკოტიკისთვის, ყაჩაყობისთვის და ა.შ.

ამ ყველაფერში მაშინ იძირები, როცა ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი გინდა, მაგრამ ამისთვის ფული არ გაქვს", - თქვა მენეზმა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული