როგორც ირკვევა, ჩერჩის "მილანში" გადასვლა არ სურს და ურჩევნია მეორე მილანური კლუბის, "ინტერის" მაისური მოირგოს, რომლის მწვრთნელი რობერტო მანჩინი მის მიმართ ინტერესს იჩენს.
არადა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ატლეტიკომ" და "მილანმა" ფეხბურთელთა იჯარის წესით, ნახევარი წლით გაცვლაზე მოილაპარაკეს და ტორესი თანახმაა, მადრიდში დაბრუნდეს.
გარიგება ოფიციალურად მაშინ დადასტურდება, როდესაც მხარეები ჩერჩის "მილანში" გადასვლაზე დაითანხმებენ.