ფერნანდო ტორესის "ატლეტიკოში" გასავლას ხელს ალესიო ჩერჩის კაპრიზი უშლის

AutoSharing Option
"მილანის" ფორვარდის ფერნანდო ტორესის მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლას ხელს ესპანური კლუბის თავდამსხმელის ალესიო ჩერჩის კაპრიზი უშლის, რომელიც ესპანელში უნდა გაიცვალოს.

როგორც ირკვევა, ჩერჩის "მილანში" გადასვლა არ სურს და ურჩევნია მეორე მილანური კლუბის, "ინტერის" მაისური მოირგოს, რომლის მწვრთნელი რობერტო მანჩინი მის მიმართ ინტერესს იჩენს.

არადა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ატლეტიკომ" და "მილანმა" ფეხბურთელთა იჯარის წესით, ნახევარი წლით გაცვლაზე მოილაპარაკეს და ტორესი თანახმაა, მადრიდში დაბრუნდეს.

გარიგება ოფიციალურად მაშინ დადასტურდება, როდესაც მხარეები ჩერჩის "მილანში" გადასვლაზე დაითანხმებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული