მით უმეტეს, უკვე დიდი ხანია, საუბრობენ, რომ შესაძლოა, ზაფხულში "ჯალოროსი" დანიელე დე როსიმ და კევინ სტროტმანმა დატოვონ. ჰოლანდიელის გადაბირებით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი და მასში კოლოსალურ თანხებსაც იხდიან.
აი, დე როსის კი კონტრაქტი უმთავრდება და ჯერჯერობით, მისი გახანგრძლივებისგან თავს იკავებს - გაჩნდა ცნობები, რომ დანიელეს თავგადასავლების წყურვილი მოეძალა და კარიერის ამერიკაში გაგრძელება სურს. თუმცა, საბატინი უფრო
"ვადასტურებ, რომ ზამთარში ჩვენი მთავარი საზრუნავი წამყვან ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივება იქნება. დე როსის შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ხმები გადაჭარბებულია. დანიელე თავს კომფორტულად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.
დე როსის მალე შევთავაზებთ ახალ ხელშეკრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებასაც მივაღწევთ. რაც შეეხება სტროტმანს, მასზე დიდი შემოტევა იქნება, რომელსაც უნდა გავუძლოთ. დღეს იტალიური კლუბები ფინანსურად ჩამორჩებიან ინგლისურ და ესპანურ გრანდებს, თუმცა გუნდის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის შენარჩუნება შეგვიძლია. ასე რომ, პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"