დანიელე დე როსის არჩევანი: ამერიკა თუ ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
როგორც "რომას" სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ განაცხადა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის მესვეურთა მთავარი საფიქრალი არა ახალი ფეხბურთელების დამატება, არამედ წამყვან მოთამაშეებთან კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება.

მით უმეტეს, უკვე დიდი ხანია, საუბრობენ, რომ შესაძლოა, ზაფხულში "ჯალოროსი" დანიელე დე როსიმ და კევინ სტროტმანმა დატოვონ. ჰოლანდიელის გადაბირებით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი და მასში კოლოსალურ თანხებსაც იხდიან.

აი, დე როსის კი კონტრაქტი უმთავრდება და ჯერჯერობით, მისი გახანგრძლივებისგან თავს იკავებს - გაჩნდა ცნობები, რომ დანიელეს თავგადასავლების წყურვილი მოეძალა და კარიერის ამერიკაში გაგრძელება სურს. თუმცა, საბატინი უფრო
ოპტიმისტურად არის განწყობილი:

"ვადასტურებ, რომ ზამთარში ჩვენი მთავარი საზრუნავი წამყვან ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივება იქნება. დე როსის შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ხმები გადაჭარბებულია. დანიელე თავს კომფორტულად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.

დე როსის მალე შევთავაზებთ ახალ ხელშეკრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებასაც მივაღწევთ. რაც შეეხება სტროტმანს, მასზე დიდი შემოტევა იქნება, რომელსაც უნდა გავუძლოთ. დღეს იტალიური კლუბები ფინანსურად ჩამორჩებიან ინგლისურ და ესპანურ გრანდებს, თუმცა გუნდის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის შენარჩუნება შეგვიძლია. ასე რომ, პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული