27 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "როსონერისთან" ერთად 3 იანვრიდან ვარჯიშობს, კლუბთან კონტრაქტს ხელი წელიწადნახევრით მოაწერა.
იტალიის ნაკრების ფეხბურთელი მილანურ გრანდში "ატლეტიკოდან" იჯარის წესით, ფორვარდ ფერნანდო ტორესის ნაცვლად გადავიდა, რომელიც ამავე ვადით მადრიდულ კლუბს დაეხმარება.
ჩერჩის სხვადასხვა დროს "რომაში", "ბრეშიაში", "პიზაში", "ატალანტაში", "ფიორენტინასა" და "ტორინოში" უთამაშია.