იტალია. სერია A. XVII ტურის წინ: იტალიური დერბის დიდი ინტრიგა

AutoSharing Option
სერია A-ს 2014-15 წლების გათამაშება 5 იანვარს, რომში გამართული მატჩით განახლდა, რომელშიც "ლაციომ" გენუის "სამპდორიას" უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

დღეს, 6 იანვარს კი ერთბაშად 9 პაექრობაა. განსაკუთრებულ ინტერესს დიდი იტალიური დერბი იწვევს - ტურინში "იუვენტუსი" "ინტერს" უმასპინძლებს...

დიდი იტალიური დერბი
"იუვენტუსი" დღეს უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე "ინტერი" და ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ მეორე მხრივ, დიდ იტალიურ დერბიში პროგნოზების კეთება უმადური საქმეა. "იუვეს" მიზანი მორიგი სამი ქულის მოპოვებაა, რობერტო მანჩინის "ინტერმა" კი უნდა დაგვანახვოს, რომ სწორი გზით მიდის...

ორივე მწვრთნელი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს, შეტევაში კი ტურინელებს ტევესი-ლორენტე ეყოლებათ, ხოლო მილანელებს - პალასიო-იკარდი. გამთამაშებლის როლს "იუვენტუსის" რიგებში არტურო ვიდალი იტვირთავს, "ინტერს" კი, ტრადიციულად, მატეო კოვაჩიჩი უდირიჟორებს.

იტალიელ ჟურნალისტთა პროგნოზით, თამაში ტურინელთა ტერიტორიულ-სათამაშო უპირატესობით წარიმართება, მილანელები კი კონტრშეტევებზე შეეცდებიან მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, ლუკას პოდოლსკის დებიუტი არ იგეგმება და ის განაცხადშიც არ იქნება. როგორც ჩანს, ფორმალობები ჯერ არ მოგვარებულა და გერმანელის დებიუტი მომდევნო ტურში შედგება.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" "იუვენტუს არენაზე" ჩემპიონატში უკვე 35 თამაშია, დაუმარცხებელია.

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი):
"სუპერთასის წაგებით გულშემატკივარს იმედი გავუცრუეთ, რეაბილიტაციისთვის კი "ინტერის" ძლევაა საჭირო.

ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ამ ორი გუნდის დაპირისპირება და ნამდვილად არ ვიტყვი, რომ წინ რიგითი მატჩი გველოდება. უპრინციპულესი დაპირისპირებაა, სტადიონზე კი ბრწყინვალე ატმოსფერო იქნება.

"ინტერს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, ამ გუნდის თამაშის პროგნოზირება წარმოუდგენელია და ამიტომ ურთულესი ჯახი გველოდება".

რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი):
"ტურინულ გრანდთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდაა, რადგან ყველაზე ნათლად დავინახავთ, თუ რას წარმოვადგენთ დღეს. ამასთან, შესანიშნავი შანსია, რომ საკუთარი თავის ვირწმუნოთ და კრიზისი საბოლოოდ მოვიტოვოთ უკან.

ჩვენი კოზირი? - მოიგებს ის გუნდი, რომელიც უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, კოზირებზე კი ლაპარაკი უადგილოა. ფავორიტი "იუვენტუსია", მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით".

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, პირლო, პოგბა - ვიდალი - ტევესი, ლორენტე
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუანი, დამბროზიო - გუარინი, მედელი, კუზმანოვიჩი - კოვაჩიჩი - პალასიო, იკარდი

"რომა" უდინეში
"იუვენტუსის" მდევარი უდინეში ჩადის, სადაც წესით, საინტერესო ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. "უდინეზესთან" გასვლაზე მოგება იოლი არასდროს ყოფილა და "რომას" დიდი ჯაფა დაადგება.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, "ჯალოროსის" შეტევაში შემდეგი ტრიო ეყოლება: ხუან იტურბე, ადემ ლიაიჩი და მატია დესტრო.

რუდი გარსიას თქმით, სეზონის წარმატებით განახლება უმნიშვნელოვანესია და მისი გუნდი მოედანზე მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავა.

"მილანი" "სასუოლოს" უმასპინძლებს, ალესიო ჩერჩი კი, სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე იქნება. ძირითადში სტეფან ელ შაარავის, ჯაკომო ბონავენტურას და ჟერემი მენეზს ვიხილავთ.

"როსონერის" გულშემატკივრები სეზონის განახლებას დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან და საინტერესოა, როგორ დასრულდება ეს მართლაც საინტერესო პაექრობა.

იტალია. სერია A. XVII ტური
ლაციო-სამპდორია 3:0
გოლები: 1:0 პაროლო (38), 2:0 ანდერსონი (41), 3:0 ჯორჯევიჩი (66)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ცანა (46. კავანდა), რადუ - პაროლო, ბილია, ლულიჩი (50. ონაზი) - ანდერსონი, მაური (78. კანდრევა), ჯორჯევიჩი
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - კაჩატორე, გასტალდელო, რომანიოლი, რეჯინი - რიცო (46. ვსზოლეკი), პალომბო, ობიანგი (68. ბერგესიო) - სორიანო - ედერი (74. დუნკანი), ოკაკა
გაფრთხილება: ბასტა, ცანა - გასტალდელო, სორიანო
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 15-2(8-1); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 35 000

6 იანვარი
უდინეზე-რომა 15.30
დისკვალიფიკაცია: ერტო, პინცი (უდინეზე)
ტრავმა: მურიელი, ბადუ, ვაგუე, ევანჯელისტა, საპატა - უჩანი, ჟერვინიო, კეიტა, ბალცარეტი, კასტანი, სანაბრია
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +14=10-20, (58-71)

მილანი-სასუოლო 18.00
დისკვალიფიკაცია: არმერო, დე იონგი, მექსე (მილანი)
ტრავმა: მასტური, ვან გინკელი, ალბერტაცი, მექსე, ბონერა, ჰონდა - პეგოლო, მანფრედინი, ტაიდერი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1, (5-5)

კიევო-ტორინო 18.00
დისკვალიფიკაცია: ბოტა - მორეტი
ტრავმა: გამბერინი, რადოვანოვიჩი (კიევო)
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +4=7-9, (21-27)

ემპოლი-ვერონა 18.00
დისკვალიფიკაცია: მარკესი (ვერონა)
ტრავმა: გუარენტე - იონიცა, ობადი, იანკოვიჩი, გომესი
ბოლო 6 შეხვედრა
2-4-0 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=3-1, (4-4)

ჯენოა-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: პეროტი - ჩიგარინი
ტრავმა: მანდრაგორა, მარკეზე - კერუბინი, ესტიგარიბია, რაიმონდი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +7=6-7, (20-22)

პალერმო-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დაპრელა - საუ
ბოლო 6 შეხვედრა
2-4-0 0-3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +7=10-7, (32-32)

პარმა-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: გალოპა, სანტაკროჩე - ბორხა ვალერო
ტრავმა: ბიაბიანი, კოდა, გეზალი, ხორკერა, ასკუა, ბელფოდილი - როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი, ბაბაქარი
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +10=11-16, (43-55)

ჩეზენა-ნაპოლი 21.00
დისკვალიფიკაცია: დეფრელი - გაბიადინი
ტრავმა: მარილუნგო, რენძეტი, ტაბანელი - ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე, გულამი
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +1=5-7, (8-22)

იუვენტუსი-ინტერი 00.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბარცალი, ასამოა, რომულო - ნაგატომო
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +19=15-11, (57-44)

შენიშვნა: პარმა -1 ქულა

ბომბარდირები:
10 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), ჟერემი მენეზი (მილანი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 7 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული