"მილანს" მატია დესტროს დამატება სურს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანს" ცენტრფორვარდის გადაბირება სურს და სამიზნეში მატია დესტრო ჰყავს ამოღებული.

23 წლის თავდამსხმელს "რომაში" სათამაშო პრაქტიკა აკლია და თვითონაც განაცხადა, რომ სხვა გუნდში გადაბარგებას არათუ არ გამორიცხავს, დაინტერესებულიც კია.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "მილანი" მზადაა, დესტრო იჯარით დაიმატოს და ზაფხულში მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ისიც ითქვა, რომ ნახევარწლიანი იჯარა "როსონერის" 5 მილიონი ევრო დაუჯდება - აქედან ნახევარი ფეხბურთელის ხელფასია, ხოლო მეორე ნახევარი "რომასთვის" მისაცემი საკომპენსაციო თანხა.

"მილანი" მზადაა, ეს პირობები დააკმაყოფილოს. წესით, არც ფეხბურთელი უნდა
იყოს უარს, მთავარი სიტყვა კი რომაულ კლუბზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული