მარიო ბალოტელის გადაბირება "პარი სენ-ჟერმენსაც" სურს

AutoSharing Option
"ლივერპულის" იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს.

Le 10 Sport-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "პარი სენ-ჟერმენი" იჩენს. ფეხბურთელის გადაბირება ასევე სურთ "ინტერსა" და "ოლიმპიაკოსს".

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი "ლივერპულში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მილანიდან" გადავიდა. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 11 მატჩში ითამაშა, მათგან 8-ში - სასტარტო შემადგენლობაში.

ამ შეხვედრებში ბალოტელის გოლი არ გაუტანია, სამაგიეროდ 4-ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული