მანჩინი: ვინც ბალოტელის გაწვრთნის, პრემია ეკუთვნის

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი "გაძეტა დელო სპორტს" გაესაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელის გადაბირება მის ინტერესში არ შედის. იქვე, მანჩინიმ ბალოტელი დაახასიათა და მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ბალოტელის დიდი ხანი ვწვრთნიდი, ჯერ "ინტერში" და შემდეგ "მანჩესტერ სიტიში", მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემმა გარჯამ ნაყოფი არ გამოიღო. მარიოს რასაც ვეუბნებოდი, ერთ ყურში უშვებდა და მეორეში ატარებდა.

ჩემი შვილების ტოლია და მასზე მზრუნველობა მოვალეობად მივიჩნიე, მაგრამ ბევრი არაფერი გამომივიდა. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და აქვს შანსი, ძველებურად ათამაშდეს, თუმცა არის
იმის ალბათობაც, რომ ადრიანოს მსგავსად ჩაიკარგოს. არ ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას ბალოტელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ მწვრთნელს, რომელსაც მარიოს მიუყვანენ, ხელფასიც უნდა მოუმატონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული