ჯანლუიჯი ბუფონს თავის კარიერაში მეექვსე მუნდიალზეც სურს თამაში

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს. თუკი ასე მოხდა, რუსეთში გასამართი მუნდიალი იტალიელი გოლკიპერისთვის კარიერაში მეექვსე იქნება.

"წინ კიდევ სამ წელზე მეტია. ილუზიებს არ ვიქმნი, თუმცა ფატალისტი ნამდვილად ვარ. თუკი ეს მოხდება და მე გავხდები პირველი ფეხბურთელი მსოფლიოში, ვინც მსოფლიოს ექვს ჩემპიონატზე უთამაშია. ეს რაღაც ძალიან უნიკალური იქნება", - აქვეყნებს ბუფონის ნათქვამს Kicker.

ბუფონს 28 იანვარს 37 წელი შეუსრულდება, მისი პირველი მუნდიალი კი პლანეტის 1998 წლის პირველობა იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული