* არიგო საკი "მილანში" ბრუნდება და სავარაუდოდ, სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს.
* 21 წლის შემტევი ნახევარმცველი სუსო "ლივერპულიდან" "მილანში" გადავიდა.
მე-19 ტურის ცენტრალური მატჩი რომში გაიმართა, სადაც "ლაციომ" "ნაპოლის" უმასპინძლა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების ჯახი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა იქამდე ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "ინტერი" მიიღო, "რომა" კი "პალერმოს" ესტუმრა და სწორედ ამ მატჩებით დავიწყოთ...
"ინტერი" ისევ დადგა
წინა ტურში "ინტერმა" "ჯენოა" დამაჯერებლად ამასთან, მასპინძლებმა მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს და მოგების უკეთესი შანსი ჰქონდათ. სასტარტო შემადგენლობაში იყო ლევან მჭედლიძე, 70 წუთი ითამაშა და ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.
"ინტერის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ჯერდან შაჩირის, რომელმაც მეორე ტაიმში ლუკას პოდოლსკი შეცვალა. არც ერთს და არც მეორეს ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. მოკლედ, "ინტერი" ისევ გაჩერდა, ისევ კოჭლობს და ისეთი პირი უჩანს, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ შესწვდება. მატჩის შემდეგ "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მოკლე კომენტარი გააკეთა:
"ბურთის კონტროლი გვიჭირდა, ზედმეტად ფრთხილად ვთამაშობდით და დაცვაშიც შეცდომებს ვუშვებდით. სამი ქულის მოსაპოვებლად არასაკმარისად დავიხარჯეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა. ვფიქრობ, ბევრი შრომა და გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ გუნდმა უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს".
"რომა" სიცილიაზე დაეცა
"რომას" რომ პალერმოში რთული მატჩი ექნებოდა, ტურის წინასიტყვაობაში ვივარაუდეთ და ასეც მოხდა - რუდი გარსიას შეგირდებმა მხოლოდ ქულა აიღეს და შეეძლოთ წაეგოთ კიდეც. მატჩი ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც სტუმართა მცველი უხეშად შეცდა, საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი მეტოქეს ჩააბარა, რასაც პაულო დიბალას მეკარესთან პირისპირ გასვლა და ზუსტი დარტყმა მოჰყვა - 1:0. ტაიმი კუნძულელთა უპირატესობით წარიმართა, მეორე ნახევარში კი დედაქალაქელებმა გამოასწორეს თამაში, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს და 54-ე წუთზე გაქვითეს კიდეც ანგარიში - მატია დესტრომ სტანდარტულის შემდეგ იხეირა, ბურთს საჭირო ადგილას დაუხვდა და ბადეში გაახვია.
აღსანიშნავია, რომ გარსიამ ფრანჩესკო ტოტი თადარიგში დატოვა და მხოლოდ მაშინ შეუშვა მინდორზე, როდესაც მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი იყო დარჩენილი. მოკლედ, მწვრთნელი როტაციას განაგრძობს, "რომას" კი აკლია ის სტაბილურობა, რომელიც სკუდეტოს მოსაპოვებლად აუცილებელია. მატჩის შემდეგ მუსიე რუდიმ შემდეგი განაცხადა:
"პირველ ტაიმში ფეხბურთი საერთოდ არ გვითამაშია და შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც წაგვეგო, მეორე ნახევარში კი გამოვფხიზლდით და არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით. ასევე იყო "ლაციოსთანაც", პირველ ტაიმში წავაგეთ და შემდეგ გავათანაბრეთ ანგარიში. საქმისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს, პირველივე წუთიდან მაქსიმალური მობილიზება და კონცენტრაციაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველობისთვის ვერ ვიბრძოლებთ".
"ნაპოლის" რეაბილიტაცია
"იუვენტუსთან" განცდილი მწარე მარცხის შემდეგ "ნაპოლიმ" რეაბილიტაცია მოახდინა და "ლაციო" მისსავე მოედანზე დაამარცხა. ერთადერთი გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და უძლიერესი დარტყმით მეკარისაგან ახლო "ცხრიანი" დალაშქრა. მატჩი საინტერესო და სახიფათო მომენტებით დახუნძლული გამოდგა, თუმცა მეტი გოლი არ გასულა - ნეაპოლელებმა უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მოკალათდნენ. "ლაციო" დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს შედეგზე არ ასახულა - "ნაპოლიმ" კონტრშეტევებზე ააგო თამაში, რაც ძალიან კარგად ეხერხება და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება. საჭირო დროს სტუმრებმა კიდევ უფრო დაიხიეს უკან, ფაქტობრივად, კატენაჩო შესთავაზეს მეტოქეს და მატჩი სასურველი ანგარიშით დაასრულეს.
ასეთ დროს ამბობენ, რომ ერთმა მწვრთნელმა მეორეს ტაქტიკურ ჭიდილში მოუგო და რატომაც არა - რაფა ბენიტესმა მართლა აჯობა სტეფანო პიოლის.
ეს იყო ბრძოლა ექვსი ქულისთვის, რადგან "ლაციო" და "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. მატჩის შემდეგ ბენიტესი კმაყოფილი იყო და განაცხადა, რომ სწორედ მისი გუნდი იმსახურებს სამეულში ყოფნას.
"მილანის" ღრმა კრიზისი
"მილანს" დიდი ხანია, არ ულხინს, მაგრამ ის, რასაც ბოლო მატჩებში ვხედავთ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ლომბარდიელებმა "ატალანტას" უმასპინძლეს, ყოვლად უსახური თამაში აჩვენეს და ლოგიკურად დამარცხდნენ, 0:1. გამარჯვების გოლი ხერმან დენისის ანგარიშზეა, მილანელებს კი ხეირიანი არაფერი შეუქმნიათ. სტეფან ელ შაარავიმ, ალესიო ჩერჩიმ, ჟერემი მენეზმა, ჯამპაოლო პაცინიმ და სხვებმა ნატანჯი სახეებით ამაოდ ირბინეს. უკვე აქტიურად აკრიტიკებენ ფილიპო ინძაგის და აქა-იქ მის გათავისუფლებაზეც საუბრობენ.მე-19 ტურში კიდევ არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართა - "სამპდორიამ" დამაჯერებლად მოუგო "პარმას" და "ნაპოლის" მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება, "ჯენოამ" და "სასუოლომ" კი ნამდვილი გოლთაცვენა მოაწყვეს. საფეხბურთო თრილერი იხილეს ჩეზენასა და უდინეში, თუმცა ამ ყველაფერს სტატისტიკიდან შეიტყობთ...
სერია A. XIX ტური
17 იანვარი
ემპოლი-ინტერი 0:0
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, ტონელი, რუგანი, ბარბა - კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო - ვერდი (65. ზელინსკი) - პუჩარელი (84. ტავანო), მჭედლიძე (71. მაკარონე)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, ვიდიჩი, რანოკია (46. ანდრეოლი), დამბროზიო - გუარინი, მედელი - პოდოლსკი (74. შაჩირი), პალასიო, ერნანესი - იკარდი (60. კოვაჩიჩი)
გაფრთხილება: მჭედლიძე - ვიდიჩი, მედელი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-8 (5-3); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 20 000
პალერმო-რომა 1:1
გოლები: 1:0 დიბალა (2), 1:1 დესტრო (54)
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი - მორგანელა, რიგონი, მარესკა, ბარეტო, ლაზაარი (83. დაპრელა) - ვასკესი (86. კუაიზონი) - დიბალა (75. ბელოტი)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი - პარედესი (79. მაიკონი), პიანიჩი, სტროტმანი - იტურბე (75. ვერდე), ლიაიჩი (80. ტოტი), დესტრო
გაფრთხილება: მორგანელა, ლაზაარი - იანგა-მბივა, სტროტმანი, დესტრო
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 4-7 (2-2); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 28 000
18 იანვარი
ლაციო-ნაპოლი 0:1
გოლი: 0:1 იგუაინი (18)
ლაციო (4-3-3): ბერიშა - ბასტა, ცანა, რადუ, კავანდა (83. პერეირინია) - პაროლო (81. კატალდი), ბილია, ლედესმა (46. კლოზე) - კეიტა, კანდრევა, ჯორჯევიჩი
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი - დავიდ ლოპესი, გარგანო - კალეხონი, დე გუზმანი (83. ფრელო), მერტენსი (62. ჰამშიკი) - იგუაინი (86. საპატა)
გაფრთხილება: ლედესმა, პაროლო, კეიტა - გარგანო, დავიდ ლოპესი, მერტენსი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-6 (3-5); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 40 000
მილანი-ატალანტა 0:1
გოლი: 0:1 დენისი (33)
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - აბატე, მექსე, რამი, ბონერა (36. არმერო) - მონტოლივო (77. ნიანგი), დე იონგი, ბონავენტურა - ელ შაარავი, ჩერჩი (46. პაცინი), მენეზი
ატალანტა (4-4-2): სპორტიელო - ბენალუანი, სტენდარდო, ბიავა, დელ გროსო - მორალესი, კარმონა, ჩიგარინი (83. ბაზელი), ძაპაკოსტა - პინილია (67. დალესანდრო), დენისი (76. ბიანკი)
გაფრთხილება: რამი, აბატე - სპორტიელო, სტენდარდო, ბენალუანი, ჩიგარინი, დენისი
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-11 (4-5); ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 40 000
ჩეზენა-ტორინო 2:3
გოლები: 0:1 ბენასი (20), 0:2 კვალიარელა (22), 1:2 ბრიენცა (43-პენ.), 2:2 ბრიენცა (85-პენ.), 2:3 მაქსი ლოპესი (87)
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო, კრანიო, კაპელი (46. ლუკინი), მაგნუსონი (39. რენძეტი) - ჯორჯი, დე ფეუდისი, ზე Eდუარდო (70. პულცეტი) - ბრიენცა - ჯურიჩი, დეფრელი
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, იანსონი, მორეტი - პერესი, ფარნერუდი, გაცი, ბენასი (61. ელ ქადური), დარმიანი (46. მაზიელო) - მარტინესი (69. მაქსი ლოპესი), კვალიარელა
გაფრთხილება: პერიკო, დე ფეუდისი, ჯორჯი, ზე ედუარდო, დეფრელი - პადელი, მორეტი, იანსენი, პერესი, ბენასი
კუთხური: 1-1; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-5 (4-4); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 15 000
კიევო-ფიორენტინა 1:2
გოლები: 0:1 გონსალო (35), 1:1 პელისიერი (71), 1:2 ბაბაქარი (90)
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, გამბერინი, ცეზარი, ზუკანოვიჩი - ბირსა (61. ბოტა), ისკო, ჰეტემაი, სკელოტო - პალოსკი, პელისიერი (90. ლაზარევიჩი)
ფიორენტინა (3-5-1-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ბასანტა - ხოაკინი, ბადელი (82. პისარო), ფერნანდესი, ბორხა ვალერო, პასკუალი (85. ვარგასი) - კუადრადო - გომესი (66. ბაბაქარი)
გაფრთხილება: ცეზარი, ჰეტემაი - ბადელი
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 12-15 (7-6); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 10 000
ჯენოა-სასუოლო 3:3
გოლები: 0:1 ბერარდი (19-პენ.), 1:1 იაგო (25), 1:2 მისიროლი (41), 2:2 ფეტფატციდისი (52), 2:3 ბერარდი (69), 3:3 ფეტფატციდისი (90-პენ.)
ჯენოა (4-3-3): პერინი - რონკალია, ბურდისო, იძო, ანტონელი - რინკონი, ბერტოლაჩი, სტურარო - იაგო (91. ედენილსონი), ფეტფატციდისი (90. როზი), ლესტინი (77. კუცკა)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, ტერანოვა, ლონგი - მანიანელი, მისიროლი, ბრიგი (73. ბიონდინი) - სანსონე (70. ფლორო ფლორესი), ბერარდი (86. ჩიბსა), ძაძა
გაფრთხილება: ლესტინი - ბრიგი, მანიანელი, ძაძა, ბერარდი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 5-9 (4-5); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 22 000
პარმა-სამპდორია 0:2
გოლები: 0:1 ბერგესიო (54), 0:2 სორიანო (70)
პარმა (3-5-2): მირანტე - პალეტა, ლუკარელი, კოსტა - რისპოლი, მაური, ლოდი (46. მარიგა), ნოჩერინო (58. პალადინო), გობი (73. პოცი) - კასანო, ბიდაუ
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - დუნკანი, პალომბო, ობიანგი (84. კრჩიჩი) - სორიანო - ედერი (74. ოკაკა), ბერგესიო (90. ჯორჯევიჩი)
გაფრთხილება: პალეტა, ლუკარელი - ობიანგი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 6-11 (1-5); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 16 000
უდინეზე-კალიარი 2:2
გოლები: 0:1 პედრო (39), 1:1 ალანი (55), 2:1 ტერო (56), 5:5 აველარი (90-პენ.)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - დანილო, დომიცი (45. ალბერგი), ერტო - პირისი, ალანი, ფერნანდესი, კონე, გაბრიელ სილვა - ტერო, დი ნატალე (87. პასკუალე)
კალიარი (4-3-2-1): ბრკიჩი - პიზანო (62. საუ), როსეტინი, კაპუანო, აველარი - კრიშეტიგი, დონსა, დესენა - ჟოაო პედრო (71. ფარიასი), ეკდალი - ლონგო (78. კოფიე)
გაფრთხილება: კონე - როსეტინი, დონსა, დესენა, ლონგო
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-11(3-5); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 15 000
იუვენტუსი-ვერონა 4:0
გოლები: 1:0 პოგბა (3), 2:0 ტევესი (7), 3:0 პერეირა (66), 4:0 ტევესი (74)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო (78. პადოინი), პირლო, პოგბა - პერეირა (75. პეპე) - ტევესი (84. ჯოვინკო), მორატა
ვერონა (5-3-2): რაფაელი - მარტიჩი, მარკეში, მარკესი, როდრიგესი, ბრივიო - პანაიოტისი (76. ალფრედსონი), გრეკო, სალა (63. სავიოლა) - ხრისტოდოლოპულოსი (87. ვალოტი), ტონი
გაფრთხილება: როდრიგესი, გრეკო (ვერონა)
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 15-5 (8-1); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 38 000
ბომბარდირები: 13 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 10 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (პალერმო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი)
მომდევნო ტური
24 იანვარი:
კალიარი-სასუოლო, ლაციო-მილანი
25 იანვარი:
ვერონა-ატალანტა, პარმა-ჩეზენა, იუვენტუსი-კიევო, სამპდორია-პალერმო, ინტერი-ტორინო, ფიორენტინა-რომა
26 იანვარი:
ემპოლი-უდინეზე, ნაპოლი-ჯენოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იუვენტუსი,ინტერი და პალერმოა ქვეყვები თუ არგენტინაა კლუბი? DDDDDD
ეხლა იმაზე რატომ არ წერთ რომამ თამაშგარედან რომ გაიტანა და ბოლო წუთზე 1X1 რო გადიოდა პალერმოს ფეხბურთელი და თამაშგარე აუწიეს არადა 2 კაცი ფარავდა...