სააგენტო Rai-ს ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელობამ 41 წლის სპეციალისტს მდგომარეობის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცა.
იუწყებიან, რომ წარუმატებელი სერიის გაგრძელების შემთხვევაში, "მილანის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ინძაგის ლუჩანო სპალეტი შეცვლის.
სერია A-ს მე-19 ტურში მილანელები შინ "ატალანტასთან" დამარცხდნენ (0:1). ამჟამად "მილანს" 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს.
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIX ტური: "ნაპოლიმ" "ლაციოს" ლიგა მოუგო? [VIDEO]