სკუდეტოსთვის ბრძოლა: "რომას" მისია ურთულესი გახდა

AutoSharing Option
სერია A-ს 18 ტური ისე მიიწურა, რომ "იუვენტუსი" და "რომა" ქულა-ქულაში მიდიოდნენ. აი, ბოლო ტურში კი "ვეკია სენიორამ" პატარა გაქცევა მოაწყო და მდევარს მთელი ხუთი ქულით დაშორდა.

ეს უკვე ბევრია - მით უმეტეს, როდესაც წინ თვით "იუვენტუსია", გუნდი, რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და დაბადებულია იმისთვის, რომ სკუდეტო მოიგოს. ეს ახალი რეალობაა - ტურინული გრანდი წინ გაიჭრა და ამ თემაზე არაერთი საინტერესო კომენტარი გაკეთდა...

რუდი გარსია ("რომას" მწვრთნელი): "ლიდერთან ჩამორჩენა გაიზარდა, მაგრამ მიზანი უცვლელია: ჩვენ სკუდეტოს მოპოვება გვსურს. თუ ხარვეზებს
გამოვასწორებთ და უკეთ ავთამაშდებით, ჩამორჩენის აღმოფხვრა შესაძლებელია. "იუვენტუსი" სტაბილური გუნდია, მაგრამ ქულებს კიდევ დაკარგავს, ჩვენ კი ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. შეცდომის უფლება არ გვაქვს, ეს ცხადზე უცხადესია".

ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი): "სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება და სავარაუდოდ, ბოლომდე გაგრძელდება. "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზეც იბრძვის და ამ ფონზე, იტალიის ჩემპიონატის ნაადრევად მოგება ნაკლებად წარმოსადგენია. "რომა" ძლიერი გუნდია, ასე იოლად არ გატყდება და ვფიქრობ, რომ წინ მძიმე ბატალიები გველის. თუ ჩავთვლით, რომ ჩემპიონობამდე ბევრი არაფერი გვიკლია, აუცილებლად დავისჯებით".

კლაუდიო ლოტიტო ("ლაციოს" პრეზიდენტი): "გასულმა ტურმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ "იუვენტუსი" "რომაზე" უფრო ძლიერია. ერთი კვირის წინ ვთქვი, რომ ტურინელები "ჯალოროსის" სჯობნიან და ისეთი ამბავი ატყდა, თითქოს, რაღაც გაუგონარი საოცრება მეთქვას. ფაქტია, რომ "ვეკია სენიორა" დღეს საუკეთესოა იტალიაში და ჩემპიონიც გახდება".

ფრანჩესკო ტოტი ("რომას" კაპიტანი): "ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ სკუდეტოს მოპოვების თეორიული შანსი გვექნება. მით უმეტეს, ასე რთულად არ არის საქმე და ჯერ მთელი მეორე წრე წინაა. "იუვენტუსი" ხუთი ქულით გვისწრებს და ამაში მსაჯების წვლილიც დიდია - იმედია, დარჩენილ ტურებში სამართლიანი ბრძოლა იქნება და ჩემპიონები ჩვენ გავხდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტოტი დიდი კვერცი ხარ! სასულო,უდინეზე,პალერმო...
იუვე 2 თავით ჯობია რომას და გახდება კიდეც ჩემპიონი!
messi 10
15:19 21-01-2015
0
ტოტი მარიაჟობას და ენის ტლიკინს მოეშვი და ფეხბურთი ითამაშე, სასუოლოსთან და უდინეზესთან არ გაგახსენდა მსაჯი
selfisti
14:46 21-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული