21 წლის არგენტინელმა უკვე მიიქცია ევროპული გრანდების ყურადღება, თუმცა სიცილიელები ჯერჯერობით მის გასხვისებას არ აპირებენ. ამ თემაზე კომენტარი "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ გააკეთა:
"პაულო დიბალა ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და სულ მალე მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი გახდება. მისი გადაბირება არაერთ გრანდს სურს და "მანჩესტერ იუნაიტედმა" სულაც წინადადებით მოგვმართა, მაგრამ მტკიცე უარი ვთქვით. ინგლისელებს ძალიან მარტივად და იაფად უნდოდათ იმ ფეხბურთელის გადაბირება, რომლის სატრანსფერო ფასი სულ
დიბალასთვის ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება მზადდება, რომელსაც იქით კვირაში გავაფორმებთ. მისი ამ ზამთარს გაყიდვა გამორიცხულია, ზაფხულში კი ვნახოთ, რა იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"