"ამას წინათ წავიკითხე, თითქოს პოლ პოგბას პსჟ-ში ვუშვებთ, სანაცვლოდ კი მარკო ვერატი და ედინსონ კავანი უნდა მოვიყვანოთ. სინამდვილეში, ფრანგებთან არავითარი კონტაქტი არ გვქონია და შესაბამისად, ასეთი ბარტერი არ იგეგმება. რაც შეეხება "რეალს", ესპანელებს მართლაც უნდათ ფრანგის გადაბირება, მაგრამ ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია.
"გაძეტა დელო სპორტი" მადრიდის "რეალის" წარმომადგენელს, ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს დაუკავშირდა და მისგან შემდეგი შეიტყო:
"პოლ პოგბას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი თამაში მინახავს და შემიძლია ვთქვა, რომ თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესოა. რადგან საუკეთესოები მადრიდის "რეალში" გადადიან, ალბათ, პოგბაც ამასვე გააკეთებს. ვფიქრობ, პოლი "სამეფო გუნდში" კიდევ უფრო გაიხსნება და კიდევ უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"