რომა-ემპოლი 2:1 - მჭედლიძის გუნდი დამატებით დროში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 იანვარს გამართულ იტალიის თასის 1/8-ფინალურ მატჩში, "რომასა" და "ემპოლის" შორის გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დრო (1:1) საკმარისი არ გამოდგა.

"ემპოლის" რიგებში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია ლევან მჭედლიძეს.

ხუან იტურბემ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ მე-80 წუთზე "ემპოლიმ" ვერდის წყალობით გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი დანიელე დე როსიმ პენალტით 114-ე წუთზე გაიტანა.

თასის 1/4-ფინალში "რომა" "ფიორენტინა"-"ატალანტას" წყვილში მოგებულს შეხვდება. შეხვედრა დღეს, 21 იანვარს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული