ფილიპო ინძაგის გუნდს განსაკუთრებით დაცვაში უჭირს, რადგან მატია დე შილიოს და კრისტიან საპატას დაშავების შემდეგ ლაზარეთში დანიელე ბონერაც მოხვდა.
33 წლის მცველი ვარჯიშზე დაშავდა და ექიმების პირველი შეფასებით, ტრავმა მეტად სერიოზულია. ზუსტი დიაგნოზი უახლოეს დღეებში გვეცოდინება, მაგრამ აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ ერთ თვეს დაისვენებს. ბონერა "მილანისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რადგან დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.
ვარჯიშზე ნაიჯელ დე იონგიც დაშავდა, მაგრამ საბედნიეროდ, მისი ტრავმა მსუბუქი
"როსონერის" მთავარმა ექიმმა ქომაგები დაამშვიდა და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ჰოლანდიელი სრული დატვირთვით განაახლებს ვარჯიშს, თუმცა არის საფრთხე, რომ ნაიჯელმა გუნდის უახლოესი მატჩი გამოტოვოს. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ეგიდით, "მილანი" "ლაციოს" ესტუმრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"