11:53 01-02-2015
სერია A. XXI ტური: ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "რომა" შეაჩერა [VIDEO]
AutoSharing Option
"ჯენოა" სტუმართა მეკარე ტატარუშანუს ავტოგოლით დაწინაურდა, თუმცა "ფიორენტინას" ქულა გონსალო როდრიგესის თავურმა მოუტანა - 1:1.
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "რომას" ესტუმრა, ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო. 38-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელი მანოლასი გააძევა და "რომას" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც მასიმო მაკარონემ გოლად აქცია.
ტაიმის მიწურულს საპონარამ ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე ფეხბურთელთა რაოდენობა გათანაბრდა.
57-ე წუთზე ბრაზილიელმა მაიკონმა მირალემ პიანიჩის პასით გაათანაბრა.
74-ე წუთზე მანუელ პუჩარელის ნაცვლად მოედანზე მჭედლიძე შევიდა, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
ჯენოა-ფიორენტინა 1:1
გოლები: 1:0 ტატარუშანუ (14 ს.კ.), 1:1 როდრიგესი (54)
რომა-ემპოლი 1:1
გოლები: 0:1 მაკარონე (39-პენ), 1:1 მაიკონი (57)
გაძევება: მანოლასი (38. რომა), საპონარა (45. ემპოლი)
1. იუვენტუსი - 47 ქულა; 2. რომა - 43; 3. ნაპოლი - 36; 4. ლაციო - 34; 5. სამპდორია - 34.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძირითადში არა კიდევ იხვი. ამას პატრონი, რომ არ ყავდეს საქრთველოს რეგიონალლიგასაც ვერ ითამაშებდა.ნამეტანი უნიჭოა. ამდენი ხანი იტალიაში საუკეთესო სპეციალისტებთან ვარჯიშობს, მაგრამ არაფერი დატყობია.ამაზეა ნათქვამი:"მაგრამ მარტო წვრთნა რას.....
0
0
ლევან მჭედლიძე ძირითადში!!!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული