იტალიის ნაკრებში ანტონიო კონტეს დარჩენა-არდარჩენის საკითხი შესაძლოა 9 თებერვალს გადაწყდეს

AutoSharing Option
ფოტოზე: ანტონიო კონტე და კარლო ტავეკიო
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ორშაბათს, 9 თებერვალს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კარლო ტავეკიოს შეხვდება, რათა თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი გადაწყვიტოს.

იტალიურ პრესის ცნობით, 45 წლის სპეციალისტი უფრო ბოლო ვარიანტისკენ იხრება და ეროვნული გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.

6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სერია A-ს 2015/16 წლების სეზონი 15 მაისს დასრულდება, თუმცა უცნობი რჩება იტალიის თასის ფინალური მატჩის გამართვის თარიღი. კონტე სეზონის უფრო ადრე დასრულებას ითხოვდა, რათა ეროვნულ გუნდს მეტი დრო ჰქონოდა ევრო 2016-ისთვის მოსამზადებლად. როგორც
ჩანს, კონტე უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სწორედ კალენდარია.

კონტე ასევე უკმაყოფილოა თებერვალში დაგეგმილი შეკრების გადადების გამოც, რისი მიზეზიც ეროვნულ გუნდში ფეხბურთელთა გაშვებაზე "იუვენტუსისა" და "რომას" უარი გახდა.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული