იტალია. სერია A. XXII ტური: ძლიერია და კიდევ ეხმარებით? [VIDEO]

AutoSharing Option
* დიდთოვლობის გამო "პარმა"-"კიევო" და ქვედა ლიგების რამდენიმე მატჩი გადაიდო.

* პაბლო ოსვალდომ "ინტერი" დატოვა და კარიერას "ბოკა ხუნიორსში" გააგრძელებს.

* "სამპდორიას" მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ სამუელ ეტო'ოსთან კონფლიქტი ამოწურულია.

22-ე ტურის მთავარი მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ იტალიური ფეხბურთის ორი გრანდი წარდგა. ამ მატჩმა კიიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ "იუვენტუსი" მორიგ სკუდეტოს უახლოვდება, "მილანი" კი ღრმა კრიზისშია...

სკანდალური მატჩი ტურინში
"იუვენტუსი" რომ "მილანზე" ძლიერია, ეს სატურნირო ცხრილიდანაც ნათლად ჩანს და შაბათის მატჩმაც გამოაჩინა. თამაში სულ რამდენიმე წუთის დაწყებული იყო,
როდესაც კარლოს ტევესი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გახსნა ანგარიში - 1:0. ტაიმის შუაწელს, სტუმრებმა ანგარიში გაქვითეს, გოლი კი თავური დარტყმით ლუკა ანტონელიმ შეაგდო. საგულისხმოა, რომ ლუკამ პირველი მატჩი ჩაატარა ახალი გუნდის შემადგენლობაში.

მილანელებს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ, მალევე ლეონარდო ბონუჩიმ ისარგებლა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით და კიდევ ერთხელ დააწინაურა მასპინძლები - 2:1. საბოლოო წერტილი ალვარო მორატამ დასვა, რომელმაც 65-ე წუთზე იხეირა, დამატებაზე ივარგა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 3:1.

აქვე აღვნიშნოთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ძირითად შემადგენლობაში მორატა დააყენა და არა ფერნანდო ლორენტე, ამ გადაწყვეტილებამ კი სრულად გაამართლა. მორატა გამორჩეული იყო და გარდა გოლისა, საგოლე პასიც მიითვალა აქტივში. კვლავ შესანიშნავად გაისარჯა პოლ პოგბა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს. მას სხვა ნახევარმცველებმაც აუბეს მხარი.

რაც შეეხება "მილანს", ფილიპო ინძაგის გუნდმა გაიბრძოლა და ცდა არ დააკლო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. "მილანი" კრიზისშია და ჯერჯერობით, არც გამოსავალი ჩანს.

მოკლედ, "იუვენტუსი" აშკარად ძლიერია, მაგრამ ხშირად მსაჯებს "იუვესადმი" მიკერძოებაში ადანაშაულებენ და ასე მოხდა ამჯერადაც - კარლოს ტევესმა მართლაც შესანიშნავი გოლი გაიტანა, დაახლოებით 40 მეტრი გაირბინა ბურთიანად და კარში შეაგორა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გავიგეთ, კარლიტოსმა ბურთი თამაშგარე მდგომარეობაში მიიღო.

დიახ, ეს ამბავი მართლაც მოგვიანებით გავიგეთ, რადგან ტელერეპორტაჟისას ისეთი გამეორება გვიჩვენეს, რომ ამის გარკვევა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო - ამ თემაზე საგანგებო კომენტარი "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:

"უნდა ვაღიაროთ, რომ "იუვენტუსი" უძლიერესი გუნდია, მაგრამ ვერც იმას გავექცევით, რომ ხშირად ტურინელებს მსაჯები ეხმარებიან. კარლოს ტევესი აშკარა თამაშგარეში იყო და ეს ტრიბუნებიდან ნათლად ჩანდა. როგორც შევიტყვე, ტელერეპორტაჟისას ნორმალური გამეორება არ აჩვენეს და ეს ძალიან სამწუხაროა.

"იუვენტუსი" ერთადერთი გუნდია სერია A-ში, რომელიც საკუთარი სტადიონიდან ტელერეპორტაჟებს თვითონ წარმართავს და აკონტროლებს. კარგი იქნება, თუ ტურინელები ობიექტურობას დაიცავენ და მსაჯების შეცდომებს არ დამალავენ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფილიპო ინძაგი ("მილანის" მწვრთნელი): "თუ შედეგს არ ჩავთვლით, კმაყოფილი ვარ, რადგან ურიგო თამაში არ გვიჩვენებია და შეგვეძლო, მინიმუმ, ქულა აგვეღო. ასეთი მატჩების შემდეგ გუნდს საკუთარი თავის რწმენა უბრუნდება. ბევრი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული და იმედი მაქვს, რომ მათი დაბრუნების შემდეგ გაცილებით უკეთ ავთამაშდებით".

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ და პოზიცია კიდევ უფრო განვიმტკიცეთ. "მილანში" კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და ვფიქრობ, ამ გუნდს დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. მდევარს კომფორტული უპირატესობით ვუსწრებთ, მაგრამ მოდუნება დამღუპველი იქნება. ამიტომ თითოეულ თამაშს უაღრესად მოტივირებულნი უნდა შევხვდეთ".

"რომამ" ნავსი გატეხა
რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ "რომამ" ნავსი გატეხა და "კალიარი" სტუმრად დაამარცხა - 2:1. დედაქალაქელთა რიგებში ადემ ლიაიჩი და ლეანდრო პარედესი გამოირჩნენ - სწორედ მათი გოლებით იგებდა "ჯალორისი" ორი ბურთის სხვაობით, მსაჯის სიფალო სასტვენის წინ კი მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს.

რუდი გარსიას დიდი დანაკლისი აქვს და ამად იყო, რომ შეტევაში ლიაიჩთან და ფრანჩესკო ტოტისთან ერთად 18 წლის დანიელე ვერდე ვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ ჟერვინიო და სეიდუ დუმბია აფრიკის თასზე ასპარეზობენ, ალესანდრო ფლორენცი კი სარდინიაზე ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა იძალეს და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერეს აქტივში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოიგო "ნაპოლიმაც" და კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიცია მესამე ადგილზე. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა "უდინეზეს" უმასპინძლეს და დამაჯერებლად დაამარცხეს მეტოქე - 3:1.

ისევ გამოირჩა მანოლო გაბიადინი, რომელიც კარგად მოერგო ახალ გუნდს. იქამდე დრის მერტენსი გამოირჩა, ბოლო ორი გოლი კი სირილ ტეროს ანგარიშზეა - უდინელმა ჯერ ერთი ბურთი გაქვითა, შემდეგ კი საკუთარი კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"სამპდორიას" ჩავარდნა აქვს, წინა ტურში "ტორინოსთან" განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გენუელებმა ვერც "სასუოლო" დაამარცხეს. არადა, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს ძირითადი შემადგენლობის სამივე ფორვარდი აკლდა: ნიკოლა სანსონე, დომენიკო ბერარდი და სიმონე ძაძა. მიუხედავად ამისა, "ნერივერდემ" არაფერი დაუთმო მეტოქეს და ქულასაც გამოჰკრა ხელი - 1:1.

დრამატული მატჩი შედგა ფლორენციაში, სადაც "ფიორენტინამ" "ატალანტას" სძლია - 3:2. ფლორენციელთა რიგებში ალესანდრო დიამანტი გამოირჩეოდა, რომელმაც პირველი გოლი შეაგდო ახალი გუნდის შემადგენლობაში. "ტორინომ" აიწყვიტა და ამჯერად, "ვერონა" დაამარცხა მისსავე მოედანზე - თუ ასე გააგრძელა "გრანატამ", ევროსაგზურს ნამდვილად შეწვდება.

იტალია. სერია A. XXII ტური
7 თებერვალი
ვერონა-ტორინო 1:3
გოლები: 0:1 მარტინესი (32), 0:2 კვალიარელა (50), 1:2 ტონი (83), 1:3 ელ ქადური (90)
ვერონა (3-5-2): ბენუსი - მორასი, მარკესი, მარკეში - პიზანო (72. ტალები), გრეკო, პანაიოტისი, ალფრედსონი (71. ხრისტოდოლოპულოსი), აგოსტინი - სავიოლა (80. ფერნანდინიო), ტონი
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ფარნერუდი (59. ელ ქადური), ვივესი, ბენასი (81. გონსალესი), მოლინარო - მარტინესი, კვალიარელა (72. ამაური)
გაფრთხილება: მარკეში - პადელი, ბოვო, გლიკი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8-10 (3-3); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 20 000

იუვენტუსი-მილანი 3:1
გოლები: 1:0 ტევესი (14), 1:1 ანტონელი (28), 2:1 ბონუჩი (31), 3:1 მორატა (65)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - პადოინი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო (84. ოგბონა), პირლო, პოგბა - ვიდალი - ტევესი (90. ლორენტე), მორატა
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - ძაკარდო (78. რამი), პალეტა, ალექსი, ანტონელი - პოლი (62. ბონავენტურა), ესიენი, მუნტარი - ჩერჩი, ჰონდა, მენეზი (37. პაცინი)
გაფრთხილება: პადოინი, ტევესი - ესიენი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 13-10 (7-5); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 40 000

8 თებერვალი
ფიორენტინა-ატალანტა 3:2
გოლები: 0:1 ძაპაკოსტა (9), 1:1 ბასანტა (18), 2:1 დიამანტი (76), 2:2 ბოაკე (83), 3:2 პასკუალი (89)
ფიორენტინა (3-5-1-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, სავიჩი, ბასანტა - ხოაკინი (65. სალაჰი), ბადელი, ფერნანდესი, ბორხა ვალერო (57. პისარო), პასკუალი - დიამანტე (81. როზი) - გომესი
ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო - მაზიელო, სტენდარდო, ბენალუანი, ბელინი (61. დელ გროსო) - გომესი (80. ბოაკე), კარმონა, ჩიგარინი, ძაპაკოსტა - მორალესი - დენისი (65. პინილია)
გაფრთხილება: გომესი - ბელინი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 13-12 (9-6); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 25 000

კალიარი-რომა 1:2
გოლები: 0:1 ლიაიჩი (37), 0:2 პარედესი (85), 1:2 მპოკუ (90)
კალიარი (4-3-2-1): ბრკიჩი - გონსალესი (61. მპოკუ), როსეტინი, კაპუანო, აველარი - კონტი, დონსა, დესენა - ჟოაო პედრო (78. საუ), ეკდალი - კოპი (84. ლონგო)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი, ჰოლებასი - კეიტა, პიანიჩი, ნაინგოლანი - ვერდე, ლიაიჩი (74. პარედესი), ტოტი (62. სანაბრია)
გაფრთხილება: როსეტინი, მპოკუ - ჰოლებასი, ლიაიჩი, პარედესი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 14-10 (6-6); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 10 000

ემპოლი-ჩეზენა 2:0
გოლები: 1:0 მაკარონე (30), 2:0 სინიორელი (57)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი - სინიორელი, ვალდიფიორი, ზელინსკი - ვერდი (87. ბრილანტე) - მაკარონე (77. მჭედლიძე), პუჩარელი (68. ტავანო)
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო, კრაინჩი, კაპელი, რენძეტი - ჯორჯი, დე ფეუდისი (82. კარბონერო),Eპულცეტი (58. ზე ედუარდო) - ბრიენცა - ჯურიჩი (71. ალეჰანდრო), დეფრელი
გაფრთხილება: მარიო რუი, მჭედლიძე - კაპელი, დე ფეუდისი, ჯორჯი, ალეჰანდრო
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 12-9 (5-2); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 15 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ნაპოლი-უდინეზე 3:1
გოლები: 1:0 მერტენსი (8), 2:0 გაბიადინი (21), 2:1 ტერო (27), 3:1 ტერო (59-საკ. კარში)
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ბრიტოსი, ალბიოლი, გულამი - გარგანო (82. ფრელო), ინლერი - გაბიადინი (55. კალეხონი), ჰამშიკი, მერტენსი (67. დე გუზმანი) - იგუაინი
უდინეზე (3-5-1-1): კარნეზისი - პირისი, დანილო, ერტო - ვიდმერი, ალანი, გილიერმე, ალბერგი (63. აგუერო), პასკუალე - ფერნანდესი (78. პერიკა) - ტერო (87. გაბრიელ სილვა)
გაფრთხილება: იგუაინი, მერტენსი - პასკუალე, ერტო, ალანი, ალბერგი
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 7-8 (4-3); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 40 000

სამპდორია-სასუოლო 1:1
გოლები: 0:1 აჩერბი (2), 1:1 ედერი (9)
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი, მუნიოსი (41. კოდა), რომანიოლი, რეჯინი - დუნკანი, პალომბო (70. ეტოო), ობიანგი - სორიანო - ედერი, ოკაკა
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო (14. გაცოლა), აჩერბი, კანავარო, ლონგი (65. პელუზო) - მანიანელი, ბრიგი, ბიონდინი - ლაზარევიჩი, ფლორო ფლორესი (81. ტაიდერი), ფლოკარი
გაფრთხილება: დე სილვესტრი, რეჯინი, ობიანგი, ოკაკა - კანავარო, ბრიგი, ბიონდინი, ლაზარევიჩი, ტაიდერი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 29-20; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 7-14 (5-4); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 22 000

ინტერი-პალერმო 3:0
გოლები: 1:0 გუარინი (16), 2:0 იკარდი (65), 3:0 იკარდი (88)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, რანოკია, ჟუანი, ნაგატომო (36. დოდო) - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი - შაქირი (84. კოვაჩიჩი) - პალასიო (82. კამპანიარო), იკარდი
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ტერცი, გონსალესი, დაპრელა - მორგანელა (75. რისპოლი), მატო (86. ბელოტი), რიგონი, ბარეტო, ლაზაარი (77. ემერსონი) - ვასკესი, დიბალა
გაფრთხილება: ჟუანი, მედელი - მორგანელა, გონსალესი, რიგონი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-6 (5-1); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

9 თებერვალი
ლაციო-ჯენოა 23:45

11 თებერვალი
პარმა-კიევო 21:00

ბომბარდირები: 14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი); 11 - პაულო დიბალა (პალერმო)

მომდევნო ტური
14 თებერვალი:
სასუოლო-ფიორენტინა, პალერმო-ნაპოლი

15 თებერვალი:
მილანი-ემპოლი, ტორინო-კალიარი, ჯენოა-ვერონა, ატალანტა-ინტერი, უდინეზე-ლაციო, რომა-პარმა, კიევო-სამპდორია, ჩეზენა-იუვენტუსი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მუნტარის ხელზეც გეთქვა რამე ბატონო ..........
ჭურნალისტი
14:35 09-02-2015
0
მუნტარის მოხვდა ხელზე საჯარიმოში და პენალი იყო, მაგრამ ეს ჟურნალისტი ძალიან მიკერძოებულია. რაც აწყობდა მარტო ის დაწერა და სათაურის შესაბამისი გაუკეთა. ობიექტურობა დაიცავი. სირცხვილია მერამდენედ წერ იუვენტუსზე მაგას. ისიც დაწერე სამპდორიასთან ფრე რის ხარჯზე ითამაშა იუვემ 1-1ზე გასვლა რომ თამაშგარეთ ჩათვალეს, რომამ რამდენჯერ ისარგებლა თამაშგარედან გატანილი გოლით, მაგალითად სასუალოსთან და ა.შ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული