პოლ პოგბა კრიშტიანო რონალდოს სატრანსფერო რეკორდს მოხსნის?

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ბოლო მატჩებში პოლ პოგბა კიდევ უფრო გაიხსნა, უკეთესად ათამაშდა და კიდევ უფრო ხშირად საუბრობენ მის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე.

21 წლიოს ფრანგი ნახევარმცველი ტურინულ გრანდს არ ეთმობა, მაგრამ ისეთი თანხები სახელდება, რომ დიდი შანსია, ტრანსფერი შედგეს.

ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის პირადმა აგენტმა მინო რაიოლამ:

"პოგბას გადაბირების საშუალება მხოლოდ 6 კლუბს აქვს: ლონდონის "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის", პსჟ-ს, "ბარსელონას", მიუნხენის "ბაიერნს" და მადრიდის "რეალს".

"სამეფო კლუბის" პრიორიტეტული მიზანი სწორედ ფრანგის გადაბირება იქნება და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

თუ გარიგება
შედგა, პოგბა კრიშტიანო რონალდოს სატრანსფერო რეკორდს მოხსნის".

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო "რეალში" 94 მილიონ ევროდ გადავიდა და რაიოლა სწორედ ამ რეკორდის დამხობას ვარაუდობს.

ამ თემაზე კომენტარი ლეგენდარულმა მწვრთნელმა არიგო საკიმ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"თუ მადრიდის "რეალი" პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის, "იუვენტუსმა" ის აუცილებლად უნდა გაყიდოს.

სულელი უნდა იყო, რომ 100 მილიონზე უარი თქვა, რადგან ამ თანხად არაერთი ვარსკვლავი შეგიძლია გადაიბირო და ახალი გუნდი შეკრიბო.

არის რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც ნებისმიერი ფეხბურთელი უნდა გაყიდო. პოგბა ძალიან ნიჭიერია, უაღრესად პერსპექტიული, მაგრამ არა შეუცვლელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული