იუტო ნაგატომო ორ თვეს გამოტოვებს

AutoSharing Option
"ინტერი"-"პალერმოს" შეხვედრაში (3:0) იუტო ნაგატომო დაშავდა და პირველივე ტაიმში დოდომ ჩაანაცვლა.

იაპონელ მცველს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდა და გაცხადდა, რომ მყესი აქვს გაჭიმული, რის გამოც დაახლოებით ორი თვის გამოტოვება მოუწევს.

ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა რობერტო მანჩინიმ და განაცხადა, რომ ნაგატომოს ტრავმა მისი გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

თუმცა, იქვე დასძინა, რომ ჰყავს გუნდში ის ფეხბურთელები, რომლებსაც იაპონელის შეცვლა შეუძლიათ. მანჩინიმ დოდო და ალესანდრო დამბროზიო ახსენა, რომლებსაც სწორედ დაცვის ფლანგზე შეუძლიათ თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული