შეხვედრა სტუმართა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა - მატჩის ერთადერთი გოლი ერვინ ჟუკანოვიჩმა 54-ე წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ პარმელები კაცნაკლულნი ჯერ კიდევ პირველი ტაიმის 30-ე წუთზე დარჩნენ. არბიტრმა ხუთწუთიან მონაკვეთში მიღებული ორი გაფრთხილებისთვის მოედნიდან დანიელე გალოპა გააძევა.
"პარმას" მდგომარეობას თუ უიმედო ეთქმის, სამაგიეროდ, "კიევომ" ამ გამარჯვებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
იტალია. სერია A. XXII ტური
გოლი: 0:1 ზუკანოვიჩი (54)
პარმა (4-4-1-1): მირანტე - კასანი (59. მაური), სანტაკროჩე, ლუკარელი, ფედალი - სილვესტრი, გალოპა, მარიგა (69. ბელფოდილი), როდრიგესი - ნოჩერინო - პალადინო
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, გამბერინი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ისკო, რადოვანოვიჩი (87. ბირსა), ჰეტემაი, სკელოტო - პალოსკი (46. ბოტა), პელისიერი (72. მეჯორინი)
გაფრთხილება: სანტაკროჩე, ფედალი, ნოჩერინო - ფრეი, რადოვანოვიჩი, პალოსკი
გაძევება: გალოპა (30. პარმა)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 29-21; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 8-10 (2-3); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 14 000
ბომბარდირები: 14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი); 11 - პაულო დიბალა (პალერმო).