სერია A. XXII ტური: "კიევომ" პარმაში მოიგო და გასავარდნ ზონას დაშორდა

AutoSharing Option
11 თებერვალს იტალიის სერია A-ს XXII ტურის ბოლო დარჩენილი მატჩი გაიმართა, რომელშიც სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანმა "პარმამ" ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლ "კიევოს" უმასპინძლა.

შეხვედრა სტუმართა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა - მატჩის ერთადერთი გოლი ერვინ ჟუკანოვიჩმა 54-ე წუთზე გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პარმელები კაცნაკლულნი ჯერ კიდევ პირველი ტაიმის 30-ე წუთზე დარჩნენ. არბიტრმა ხუთწუთიან მონაკვეთში მიღებული ორი გაფრთხილებისთვის მოედნიდან დანიელე გალოპა გააძევა.

"პარმას" მდგომარეობას თუ უიმედო ეთქმის, სამაგიეროდ, "კიევომ" ამ გამარჯვებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

იტალია. სერია A. XXII ტური

პარმა-კიევო 0:1

გოლი: 0:1 ზუკანოვიჩი (54)
პარმა (4-4-1-1): მირანტე - კასანი (59. მაური), სანტაკროჩე, ლუკარელი, ფედალი - სილვესტრი, გალოპა, მარიგა (69. ბელფოდილი), როდრიგესი - ნოჩერინო - პალადინო
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, გამბერინი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ისკო, რადოვანოვიჩი (87. ბირსა), ჰეტემაი, სკელოტო - პალოსკი (46. ბოტა), პელისიერი (72. მეჯორინი)
გაფრთხილება: სანტაკროჩე, ფედალი, ნოჩერინო - ფრეი, რადოვანოვიჩი, პალოსკი
გაძევება: გალოპა (30. პარმა)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 29-21; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 8-10 (2-3); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 14 000

ბომბარდირები: 14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი); 11 - პაულო დიბალა (პალერმო).
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაგიხარიატ 1მილიონი კარტველი ცხოვროვს და მუსჰაობს რუსეტსჰი მატი გზავნილებიტ კი ნახევარი საკარტველო ცხოვრობს,,,და ტკვენ ომი გიხარიატ რუსეტჰი ვაი ტკვენ პატრონს
ნუკრი კუტალია
08:39 13-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული