მატია დე შილიომ სეზონი დაასრულა

AutoSharing Option
როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, მიმდინარე სეზონში "მილანის" ფეხბურთელ მატია დე შილიოს მოედანზე ვერ ვიხილავთ.

22 წლის მცველს კიდევ ორი თვე უნდა ემკურნალა და სეზონის დასკვნით ნაწილში დაბრუნებულიყო, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, სარეაბილიტაციო პერიოდი უფრო დიდხანს გაგრძელდება:

"ჩემი დაბრუნება ორ თვეში იგეგმებოდა, მაგრამ ბოლო მონაცემებით, სარეაბილიტაციო პერიოდს მეტი დრო დასჭირდება.

გამაყუჩებლებით თამაშს ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის ჩემს ჯანმრთელობას.

მირჩევნია, ბოლომდე გამოვჯანმრთელდე და მხოლოდ შემდეგ დავუბრუნდე საწვრთნელ პროცესს.

ამას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე
სეზონში ვერ ვითამაშებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული