მინო რაიოლა: მადრიდის "რეალს" პოლ პოგბას შეძენა 100 მილიონი ევრო დაუჯდება

AutoSharing Option
საფეხბურთო სუპერაგენტი მინო რაიოლა Marca-ს ტურინის "იუვენტუსის" ფრანგ ფეხბურთელზე პოლ ბოგბაზე ესაუბრა.

"თუ მადრიდის "რეალს" პოლ პოგბას შეძენა სურს, მე უნდა დამიკავშირდნენ. მადრიდში მოთამაშეებზე დიდი ზეწოლაა. ამიტომაც "რეალში" გადასვლამ შესაძლოა, ფეხბურთელის კარიერას ავნოს.

ვიცი, რომ კარლო ანჩელოტისა და ზინედინ ზიდანს პოგბა ძალიან მოსწონთ, მაგრამ ახლა ფეხბურთელი მხოლოდ მის ამჟამინდელ კლუბზე, "იუვენტუსზე" ფიქრობს.

ისეთი კლუბისთვის, როგორიც "რეალია", ფული პრობლემა არაა. ფეხბურთელის ღირებულება კი 100 მილიონი ევრო იქნება.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში პოგბა სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა. მსოფლიოში მხოლოდ 7 კლუბს აქვს
მისი შეძენის საშუალება. ის, ვინც პოგბას იყიდის, ახალი თაობის ვარსკვლავს შეიძენს", - განაცხადა რაიოლამ

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული