სერია A. XXIV ტური: გენუის დერბი კოკისპირულმა წვიმამ ჩაშალა

AutoSharing Option
21 თებერვალს იტალიის ჩემპიონატის ერთი მატჩი უნდა გამართულიყო - გენუურ დერბიში "სამპდორია" "ჯენოას" მასპინძლობდა. ეს დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან ორივე გუნდი კარგად ასპარეზობს ამ სეზონში.

თამაშამდე 15 წუთით ადრე, მატჩის არბიტრმა შეხვედრა კოკისპირული წვიმის გამო გადადო, რადგან მოედნის საფარი თამაშისთვის უვარგისი გახდა.

"სამპდორია" და "ჯენოა" 35-35 ქულით მე-6 ადგილს იყოფენ. შეგახსენებთ, რომ ტურის პირველ მატჩში "იუვენტუსმა" 2:1 დაამარცხა "ატალანტა".

სამპდორია-ჯენოა
გადაიდო

1. იუვენტუსი - 57 ქულა; 2.რომა
- 47; 3. ნაპოლი - 42; 4. ფიორენტინა - 38; 5. ჯენოა - 35.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული