სერია A. XXIV ტური: "ნაპოლიმ" და "ინტერმა" მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
23 თებერვალს იტალიის სერია A-ს XXIV ტურის ორი მატჩი გაიმართა.

გამარჯვება იზეიმა "ნაპოლიმ", რომელმაც შინ "სასუოლოს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა.

ნეაპოლში, სტადიონ "სან პაოლოზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში დუვან საპატას (61-ე წუთი) გოლით გახსნეს, სხვაობა ორბურთიანი კი მარეკ ჰამშიკმა (70) გახადა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" მატჩი კაცნაკლულმა ჩაამთავრა - 71-ე წუთზე დრის მერტენსმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

გამარჯვება იზეიმა მილანის "ინტერმა", რომელმაც სტუმრად "კალიარი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ნერაძურის მატეო კოვაჩიჩმა
(47) და მაურო იკარდიმ (68) მოაგებინეს, მილანელთა მეკარე ხუან პაბლო კარისომ (74) კი ავტოგოლი მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
დღეს, 24 თებერვალს სერია A-ს XXIV ტურის ერთი მატჩი გაიმართება - გენუის დერბიში ერთმანეთს "სამპდორია" და "ჯენოა" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული