გამარჯვება იზეიმა "ნაპოლიმ", რომელმაც შინ "სასუოლოს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა.
ნეაპოლში, სტადიონ "სან პაოლოზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში დუვან საპატას (61-ე წუთი) გოლით გახსნეს, სხვაობა ორბურთიანი კი მარეკ ჰამშიკმა (70) გახადა.
აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" მატჩი კაცნაკლულმა ჩაამთავრა - 71-ე წუთზე დრის მერტენსმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
გამარჯვება იზეიმა მილანის "ინტერმა", რომელმაც სტუმრად "კალიარი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ნერაძურის მატეო კოვაჩიჩმა
დღეს, 24 თებერვალს სერია A-ს XXIV ტურის ერთი მატჩი გაიმართება - გენუის დერბიში ერთმანეთს "სამპდორია" და "ჯენოა" დაუპირისპირდებიან.