საგანგაშო პროგნოზი: კევინ სტროტმანს ტრავმა გაურთულდა

AutoSharing Option
"რომას" ყოფილმა ექიმმა მარიო ბროციმ ისეთი კომენტარი გააკეთა, რომელმაც მთელი იტალიური სპორტული პრესა მოიცვა. ბროციმ სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა "რომა" და როგორც ჩანს, თამამად ისაუბრა იმ თემაზე, რაზეც სხვა შემთხვევაში არ ილაპარაკებდა:

"ძალიან დასანანია, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ კევინ სტროტმანის ოპერაციამ ცუდად ჩაიარა და არის შანსი, რომ მოედანს საერთოდ ვერ დაუბრუნდეს. ვფიქრობ, დაბრუნების შემთხვევაში, ძველებურად მაღალ დონეზე ვერასდროს იასპარეზებს. მას მუხლის ქრონიკული ტრავმის ერთ-ერთი განხრა აქვს, რომელსაც "ციკლოპის სინდრომი" ეწოდება.

ოპერაციის იმედი მქონდა, მაგრამ პროცესები იმაზე ცუდად განვითარდა,
ვიდრე ველოდი. სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, ფაქტობრივად, არანაირი პროგრესი არაა და არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ეს ვითარება. მინდა ჩემს კოლეგებს წარმატება ვუსურვო. იმედია, ისინი შეძლებენ კევინის დახმარებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული